პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სამხედრო პოლიტოლოგი - დაიბადა 1972 წლის 28 აგვისტოს, ქ. თბილისში. მან დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკლუტეტი (სამთო-გეოლოგიის ხაზით), ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტი საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობებში), ქართულ-ამერიკული სახელმწიფო მართვის ინსტიტუტი (სახელმწიფო მართვის მაგისტრი), ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ასპირანტურა (პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი - თუმცა მისი საკანდიდატო დისერტაცია ეხებოდა სამხედრო მეცნიერებებს და სადოქტორო კი პოლიტიკური ისლამის საკითხებს). მან ასევე დაამთავრა აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების აკადემიის დოქტორანტურა და ნატოს თავდაცვის კოლეჯი.
მუშაობის სტაჟი: 16 წლის საჯარო სამსახურში, მათ შორის 8 წლის სტაჟი დიპლომატიურ სამსახურში - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: ნატოს სამმართველო - პირველი მდივანი, სამმართველოს უფროსის მოადგილე და უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის მრჩეველი და ნატოს საერთაშორისო სამსახურის ეკონომიკური უსაფრთხოების დირექტორატის რაპორტერი. საქართველოში ეუთოს მისიის მრჩეველი ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში. ნატოს პმპ-ის კონსორციუმის ტერორიზმთან ბრძოლის და კავკასიის უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის წევრი. ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის უფროსის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი. 1998-2001 იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული დაზვერვის მთავარი სამმართველოს მრჩეველი.