დღის პოსტი
სიმონ კილაძე
პოლიტიკური მიმომხილველი - დაიბადა 1958 წელს. 1992 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სპეციალობა - სამართალმცოდნე. კვალიფიკაცია - იურისტი. სამუშაო გამოცდილება: 1992-1995 წლები - საქართველოს პარლამენტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტი (უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სწავლული მდივანი); 1995-1999 წლები - პარლამენტის კვლევითი სამსახური (წამყვანი სპეციალისტი); 1999-2003 წლები - პრეზიდენტის პრესსამსახური (საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების უფროსი); 2004-2006 წლები - პრეზიდენტის ადმინისტრაციის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური (მთავარი მრჩეველი); 2007-2011 წლები - ლექტორი (დიპლომატიურ აკადემიაში, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში); 2012-2013 წლები - სააგენტო "რეპორტიორი" (საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი); 2014 წლიდან დღემდე - მედიაჰოლდინგი "ჯორჯიან თაიმსი" (პოლიტიკური მიმომხილველი). სიმონ კილაძე ავტორია რამდენიმე ასეული სამეცნიერო-კვლევითი სტატიისა და გამოკვლევისა საქართველოს დიპ-ლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში. მისი ავტორობით გამოქვეყნდა რამდენიმე წიგნი, მათ შორის - "ვინ გადასცა სოჭის ოლქი რუსეთს" (2007 წ.), "ქართული დიპლომატიის პრობლემები" (1997 წ.).
Subscribe Authors On: