დღე: 19

ღამე: 6

USD 2.7596

EUR 3.0002

გიორგი ტყემალაძემ და ზურაბ აბაშიძემ ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ჰუმანიტარული დახმარების მიმღებ პუნქტში უკრაინელი ბავშვებისა და დედებისთვის აუცილებელი პროდუქტები და ნივთები მიიტანეს 03.03.2022 21:50

 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძემ ფალიაშვილის  ქუჩაზე მდებარე ჰუმანიტარული დახმარების მიმღებ პუნქტში უკრაინელი ბავშვებისა და დედებისთვის აუცილებელი პროდუქტები და ნივთები მიიტანეს.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ  განაცხადა, დღეს  უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე დედებსა და ბავშვებს მეტროებსა და სარდაფებში საკმაოდ რთულ ვითარებაში უწევთ ცხოვრება. გიორგი ტყემალაძის განცხადებით, უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარება ძირითადად ბავშვის მოვლის საშუალებებს, ტანსაცმელს, საკვებსა და პირველადი საჭიროების ნივთებს მოიცავდა, რომლებიც ადრესატსუკრაინელ ბავშვებსა და დედებს უახლოეს მომავალში მიეწოდება.


მინდა, აღვნიშნო, რომ უკრაინელი ხალხის თანადგომას აქტიურად ვაგრძელებთ. ჩვენ მხოლოდ სოლიდარობის გამოცხადებით არ შემოვიფარგლებით, ჩავერთვებით სხვადასხვა მხარდამჭერ ღონისძიებებში და ქმედით დახმარებას გავუწევთ უკრაინელ ხალხს. დარწმუნებული ვარ, ჰუმანიტარული აქცია კიდევ უფრო გაფართოვდება, მეტად მასშტაბური გახდება და საქართველოს ჩართულობითა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ ჩვენს მოძმე ერს  ეს  მძიმე  ყოფა. სწორედ ეს არის  ის საერთო მიზანი, რაც დღეს თითოეულ ჩვენგანს, საქართველოს მოქალაქეებს, აქ მცხოვრებ უკრაინელებს და სხვა მოხალისეებს გვაერთიანებს,“ ¬– განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.


საკრებულოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მიულოცა დედებს დღევანდელი დღე და მათ ბედნიერება და კეთილდღეობა უსურვა. გიორგი ტყემალაძემ საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელმა დედებმა უკანასკნელ დღეებში მთელ მსოფლიოს გმირობისა და თავდადების გამორჩეული მაგალითი აჩვენეს.


აღსანიშნავია, რომ ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩის 60 ნომერში გახსნილი ცენტრის შექმნის ინიციატორები, საქართველოში მცხოვრები უკრაინელები არიან, რომლებიც ნებისმიერ მსურველს აძლევენ შესაძლებლობას ჩაერთონ ჰუმანიტარულ აქციაში და  უკრაინელ ხალხს დაეხმარონ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები