დღე: 28

ღამე: 16

USD 2.7847

EUR 3.0295

აქვს თუ არა ცხოველს ალერგია ადამიანზე? 29.05.2022 23:46

ცხოველებზე ალერგია ბევრ ადამიანს ტანჯავს. ზოგჯერ არჩევანის წინაშეც კი ვდგით - ჯანმრთელობა თუ ოთხფეხა მეგობარი, მაგრამ შეიძლება სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს, თუ ალერგია ცხოველს ადამიანის მიმართ გაუჩნდა. 

საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, ცხოველებზე ალერგიულ რეაქციას მისი ბეწვი კი არა, ცილა იწვევს, რომელიც ცხოველის შარდში, ცხიმოვან ჯირკვლებში და კანში გვხვდება.

ანალოგიურად, შეიძლება მოხდეს ცხოველის შემთხვევაში ანუ ცხოველს შეიძლება რომელიმე კონკრეტული ადამიანის ცილაზე ალერგია გამოუმუშავდეს.

თუ შენიშნეთ, რომ თქვენთან თამაშის ან ნაზი ჩახუტების შემდეგ ცხოველი აცემინებს ან კანს იფხანს, გამორიცხული არ არის, რომ თქვენზე ალერგია აქვს.

ასეთ შემთხვევაში ცხოველს ალერგიის სიმპტომებთან გამკლავებაში ვეტერინარი უნდა დაეხმაროს. ყველაზე ხშირად, ამ დროს ცხოველებს ანტიჰისტამინურ საშუალებებს უნიშნავენ. რა თქმა უნდა, შეიძლება შინაური ცხოველი სხვა ადამიანს აჩუქოთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მოსიყვარულე პატრონმა ამ რადიკალურ გზას მიმართოს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები