დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6849

EUR 2.8804

"ეჭვი მეპარება, რომ მაფიის წინააღმდეგ ხმამაღლა ილაპარაკოს იანუკოვიჩის ხელის ბიჭმა" 22.07.2022 11:52

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ალექსეი გონჩარენკოს განცხადებას ეხმაურება:

 

"გონჩარენკოს პრორუსულობაზე მტკიცებულებები დიდი ხანია დევს საჯარო სივრცეში. ამ მარგინალს თურმე არ აქვს მტკიცებულებები, რომ საქართველო რუსეთს სანქციების არიდებაში ეხმარება, მაგრამ თურმე პოლიტიკოსია და ყველაფრის თქმის თავისუფლება აქვს.


უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდისტებზე რომ ილაპარაკოს რუსეთუმე გონჩარენკომ, მას უფრო შესძენს იოტისოდენა რენომეს. თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ მაფიის წინააღმდეგ ხმამაღლა ილაპარაკოს იანუკოვიჩის ხელის ბიჭმა.


კიევიდან გრძელდება ორკესტრირებული თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე. წესისამებრ, თბილისიდან ბანს მიცემენ МГИМО-ელი, დღემდე მოსკოვის კმაყოფაზე მყოფი ელენე ხოშტარია და ის გახუნებული სახეები "ნაციონალური მოძრაობის" ფლანგიდან, რომელთა პატრიოტიზმისა და მედასავლეთეობის დიდი ხანი არ სჯერა ქართულ საზოგადოებას,"- წერს გია აბაშიძე.

 

ცნობისათვის უკრაინის რადას წევრი, ალექსეი გონჩარენკო "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ მას არ აქვს სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, თუმცა პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია, არ დაუწესოს პირდაპირი სანქციები რუსეთის ფედერაციას, მიუღებელია. 

 

"პირველ რიგში, ქართველი ხალხის მხარდაჭერის მადლობლები ვართ. ბევრი ქართველი მოხალისე იბრძვის უკრაინისთვის და მადლიერებას გამოვხატავთ. დიდი მადლობა ძვირფასო მეგობრებო და ძმებო. თუმცა, პრობლემები საქართველოს მთავრობასთან გვაქვს. მათ საბოლოოდ ვერ გადაწყვიტეს, სად არიან. არიან თუ არა თავისუფალ სამყაროსთან. ებრძვიან რუსეთს, უწესებენ სანქციებს. ებრძვიან არა ომით, არამედ სანქციებით და დახმარების არ აღმოჩენით. ძლიერი დიპლომატიური პოზიციით. რა მტკიცებულებები უნდა წარმოვადგინოთ, თუ საქართველო რუსეთს სანქციებს არ უწესებს? მე არ მაქვს მტკიცებულებები. მე არ ვმუშაობ საიდუმლო სამსახურში და დაზვერვაში. მე პოლიტიკოსი ვარ. ჩემთვის, პოლიტიკურად, ყველაფერი აბსოლუტურად ნათელია. საქართველო არ უწესებს სანქციებს რუსეთს და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თუკი საქართველოს მთავრობა სანქციების არიდებაში რუსეთს ეხმარება და ეს მტკიცებულებები გამოჩნდა, კატასტროფა იქნება საქართველოსა და ქართველი ხალხის მომავლისთვის. ვიმედოვნებ, საქართველოს მთავრობა ამას არ აკეთებს. თუმცა აკეთებს თუ არა ამას საქართველოს მთავრობა, მაინც არ ცვლის ფაქტს, რომ რუსეთს სანქციებს არ უწესებს და მის მიმართ მტკიცე პოზიცია არ აქვს. ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის ეს საკმარისია," - აღნიშნავს გონჩარენკო. 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები