დღე: 17

ღამე: 8

USD 2.6797

EUR 2.8777

"კრემლში ,,საშინაო დავალება" უკვე გამზადებული აქვთ" - ზაალ კასრელიშვილი 22.07.2022 16:44

კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი, ორგანიზაციის სახელით მიმართვას ავრცელებს, რომელსაც, "ჯორჯიან თაიმსი" უცვლელად გთავაზობთ:

 

"ძმებო და დებო აფხაზებო, მაქვს პატივი გულისტკივილით გაგახსენოთ, რომ ჩვენ წლების განმავლობაში გაფრთხილებდით იმ საფრთხეების შესახებ, რაც სოციალურ-ეკონომიკური პროცესების სახით ვითარდება აფხაზეთში.

 

რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაიწყო საუკეთესო მიწების გადაფორმება, ანუ მითვისება. აფხაზეთი არ შედის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, სამაგიეროდ რუსეთი შემოდის  და მკვიდრდება აფხაზეთში მესაკუთრის უფლებით. შეგახსენებთ, რომ მესაკუთრეს უფლება აქვს დაიცვას თავისი საკუთრება ნებისმიერი მეთოდებით მათ შორის იარაღით.

 

გულწრფელად გეუბნებით, რომ ამ მიმართვით გამოვხატავ მთელი ქართველი ერის სათქმელს და გულისტკივილს, რადგან ვიცით, რომ რუსეთი აღარ გაჩერდება და ის ნელ-ნელა გადაიფორმებს ე.წ. ,,საკავშირო დაქვემდებარების" ობიექტებს აფხაზეთში და გახდება საუკეთესო მიწების მფლობელი თქვენ ტერიტორიაზე.

 

განახევრებული დაფინანსება, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ახლა უკვე მიწების დაკარგვა დიდ უკმაყოფილებას იწვევს აფხაზებში. საპროტესტო განწყობების მიზეზების და მასშტაბების შესახებ აფხაზეთში კარგად იციან კრემლში, ამიტომ ის შეეცდება აფხაზეთის ფარგლებში ჩააბრუნოს მოსახლეობის უკმაყოფილება და ხალხის ყურადღება სხვა პრობლემებზე გადაიტანოს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ კრემლში უკვე გამზადებული აქვთ,  ,,საშინაო დავალება" ეთნოკონფლიქტის სახით სომხებსა და აფხაზებს შორის.

 

საქართველოში აფხაზებს ჰქონდათ ყველა უფლება რა უფლებებიც ჰქონდათ ქართველებს, რადგან აფხაზები იყავით  ხართ და იქნებით  ბაგრატიონთა ტახტის ერთგული მხარდამჭერები და ქართული სახელმწიფოს თანადამფუძნებლები, რადგან გენეტიკურად თქვენც  ქართლოსის შთამომავლები ხართ, როგორც ჩვენ.

 

ჩვენ ძალიან გვინდა რომ დაგეხმაროთ, ჩვენ ვინც კატეგორიული წინააღმდეგები ვიყავით  ომისა აფხაზებსა და ქართველებს შორის, ჩვენ ვისაც მხარს გვიჭერს კავკასიელთა აბსოლუტური უმრავლესობა, მაგრამ თქვენ არ გინდათ ჩვენი ძმური თანადგომა, რის გამო ერთნაირად ვზარალდებით და ვკარგავთ ერთმანეთს", - ნათქვამია მიმართვაში. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები