დღე: 19

ღამე: 8

USD 2.7585

EUR 2.991

3 სასარგებლო სასუქი ქოთნის მცენარეებისთვის 31.07.2022 21:04

თაფლი

თაფლი სასარგებლოა მცენარეთა კვებისთვის. ამიტომ მას ყოველგვარი ეჭვის გარეშე ვიყენებთ. გახსენით 1 კოვზი თაფლი თბილ წყალში და მორწყეთ თქვენი ყვავილები ამ ხსნარით. საჭიროა უბრალოდ რეგულარულად მორწყვა და არ დაგავიწყდეთ ამის გაკეთება. მორწყეთ ისე ხშირად, როგორც რწყავთ ყვავილებს ჩვეულებრივი წყლით.

საფუარი

საფუვრის ხსნარი კარგია ფესვთა სისტემის გასაძლიერებლად. აუცილებელია მორწყათ უკვე მოზრდილი მცენარეები. ფრთხილად მოამზადეთ მსუბუქი ხსნარი, რომელიც არის 10-20 გრ საფუარი თითო ლიტრ წყალზე და მცირე რაოდენობით

მორწყეთ მცენარეები. ჯანსაღი ფესვი არის ჯანმრთელი მცენარე!

შაქარი

არც კი არის საჭირო შაქრის სპეციალურად გახსნა წყალში, საკმარისია უბრალოდ დაყაროთ იგი მიწის თავზე და შემდეგ დაასხათ უბრალო წყალი. ან გახსენით ორი ჩაის კოვზი შაქარი  თითო ჭიქა წყალზე. საკმარისი იქნება ყვავილების მორწყვა ამ ხსნარით კვირაში ერთხელ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები