დღე: 21

ღამე: 13

USD 2.6755

EUR 2.8837

რუსთავი კომედიის თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს 26.10.2022 12:01

პირველიდან 12 ნოემბრის ჩათვლით, კომედიის თეატრალური ფესტივალი რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში ამჯერად უკვე მეორედ გაიმართება. 

 

კომედიის თეატრალური ფესტივალი პირველად რუსთავში პანდემიის პერიოდში, 2020 წელს რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა. წარმოდგენები  ღია სივრცეში 1 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

 

ფესტივალის შინაარსი დაარსების დღიდან უცვლელია. რეპერტუარში მხოლოდ კომედიური ჟანრის სპექტაკლები ერთიანდება.  

 

კომედიის თეატრალურ ფესტივალზე წელს  რუსთავს 12 დღის განმავლობაში 15 მდე დასი ეწვევა, ფესტივალს ტრადიციულად მარჯანიშვილის თეატრი გახსნის, დასი მაყურებელს ლევან წულაძისა და თემო კუპრავას მიერ დადგმულ სპექტაკლს ,,ფიგაროს ქორწინება“ წარუდგენს. წარმოდგენამდე 19:00 სთ-ზე, კომედიის თეატრალური ფესტივალი რუსთავის თეატრის სკვერში საზეიმოდ გაიხსნება, სადაც მოწვეულ სტუმრებს საშუალება მიეცემათ სრულად გაეცნონ ფესტივალის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სპექტაკლების ჩვენების გარდა ერთ დღეს (11 ნოემბერი, 13:00სთ) შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტი რეჟისორებისთვის კონკურსი გაიმართება.  კომედიის თეატრალური ფესტივალის გახსნის დღეს მაყურებელს შეხვედრა ელის ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავებთან, შეხვედრა ცისფერ დარბაზში 20:00 სთ-ზე დაიწყება.

 

რუსთავში კომედიის თეატრალურ ფესტივალ 2022-ზე მონაწილეობას მარჯანიშვილის, ქუთაისის, თავისუფალი თეატრის, თელავის, რუსთავის, მესხეთის, გორის, მოზარდმაყურებელთა, ოზურგეთის, ახალი თეატრის, დამოუკიდებელი თეატრის ,,ხვლიკი“, ქალაქის თეატრის და თბილისის თოჯინების თეატრის დასები მიიღებენ. ყველა სპექტაკლი რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში გაიმართება. 

 

პირველიდან 12 ნოემბრის ჩათვლით რუსთავი ნამდვილ თეატრალურ ფეიერვერკში საუკეთესო წარმოდგენებით გაეხვევა. 

 

ფესტივალი რუსთავის მერიის პატრონაჟით იმართება. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები