დღე: 14

ღამე: 7

USD 2.6804

EUR 2.8892

მსახიობი თამარ მაყაშვილი ბათუმის თეატრმა სპექტაკლებიდან მოხსნა 01.11.2022 14:36

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ თეატრი ემიჯნება დასის წევრის თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს. 

 

"ბათუმის დრამატული თეატრისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ხანგრძლივი ისტორიისა და ტრადიციის მქონე კულტურის კერას, რომლის მიზანია თეატრალური მხატვრული ნაწარმოების შექმნა და  მათი მეშვეობით ეროვნული თვითშეგნების გამტკიცება, ტრადიციების პატივისცემა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა დამკვიდრება და განვითარება, მიუღებელია მსგავსი შინაარსის შემცველი გამონათქვამები.


 
აღნიშნულიდან გამომდინარე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მსახიობი თამარ მაყაშვილი მოიხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან და მის მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები," - ნათქვამია თეატრის განცხადებაში.

 

თამარ მაყაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში ბოდიში მოიხადა:

 

"გულ­წრფე­ლად ვნა­ნობ! მეტი, არ ვიცი, რა გა­ვა­კე­თო? მე მა­პა­ტი­ეთ!“ - მსა­ხი­ობ­მა თა­მარ მა­ყაშ­ვილ­მა ბო­დი­შის მოხ­და მას შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, რაც ორი დღის წინ, "იმედ­ზე“ ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში "ხუ­ლე­ლი ბავ­შვი“ დამკნი­ნე­ბელ კონ­ტექ­სტში მო­იხ­სე­ნია. ყვე­ლა­ფე­რი კი იმით და­ი­წყო, რომ რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი "რუს­თა­ვი 2"-ის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, "იმედ­ზე" შა­ბათ-კვი­რის გა­და­ცე­მა­ში წამ­ყვნად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. ერთ-ერთ პირ­ველ სტუმ­რად კი სა­კუ­თა­რი დედა, თა­მარ მა­ყაშ­ვი­ლი მი­იწ­ვია.

 

გა­და­ცე­მა­ში მა­ყაშ­ვი­ლი ჰყვე­ბა, რომ მკაც­რი დედა იყო და ყო­ველ­თვის აკონ­ტრო­ლებ­და შვი­ლე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბას.

 

"არა­სო­დეს ვაც­მევ­დი სუ­ლე­ლურ კა­ბებს. იმ დღეს გა­ვი­ხე­დე და კა­ტოს (რუს­კას შვი­ლი) არ აც­ვია ხუ­ლე­ლი ბავ­შვი­ვით, სა­ში­ნე­ლი ბე­შუ­მუ­რი კაბა. კი­ნა­ღამ გული გა­მის­კდა, ბავ­შვს რა ჩა­აც­ვი-მეთ­ქი და გა­ვერ­თეო... “ - ამ­ბობს მა­ყაშ­ვი­ლი. მსა­ხი­ო­ბის ამ ნათ­ქვამს სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. 

 

სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცი­ე­ბის შემ­დეგ მა­ყაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რამ­დე­ნი­მე ბო­დი­შის ტექ­სტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

 

"მე მა­პა­ტი­ეთ, თუკი ვინ­მეს უნე­ბუ­რად გა­წყე­ნი­ნეთ! ნამ­დვი­ლად არ მა­ხა­სი­ა­თებს! ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს არა­წო­რად ნათ­ქვა­მი და გა­გე­ბუ­ლი! ღმერ­თი-რჯუ­ლი, არც გა­მივ­ლია გულ­ში მსგავ­სი რამ!.. არას­წო­რი სი­ტყვა­თა თან­წყო­ბამ გა­მო­იწ­ვია ეს. მეც უამ­რა­ვი ბავ­შვის პატ­რო­ნი ვარ და ყვე­ლა კუ­თხის ბავ­შვებს ვუდ­გა­ვარ გვერ­დში უან­გა­როდ. გულ­წრფე­ლად ვნა­ნობ! მეტი არ ვიცი რა გა­ვა­კე­თო? მე მა­პა­ტი­ეთ! აღარ გა­ვი­მარ­თლებ თავს, რად­გან ჩემი ჩა­ნა­წე­რი-მი­მარ­თვა გულ­წრფე­ლი არ გგო­ნი­ათ! შევ­ცდი ბა­ტო­ნო! ვა­ღი­ა­რებ!

 

პ.ს. მა­ინც ვი­ტყვი, რომ მიყ­ვარ­ხართ! ასეა ეს! არ მაქვს უნა­რი, შევ­წყვი­ტო ადა­მი­ა­ნე­ბის და მი­თუ­მე­ტეს ბავ­შვე­ბი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი! მიყ­ვარს და მეყ­ვა­რე­ბა ყვე­ლა ერის, რჯუ­ლის და რა­სის!" - წერდა მა­ყაშ­ვი­ლი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები