დღე: 14

ღამე: 7

USD 2.6804

EUR 2.8892

2022 წლის ყველაზე სექსუალურ კაცად 41 წლის მსახიობი - კრის ევანსი დაასახელა 09.11.2022 11:20

გამოცემა PEOPLE-მა 2020 წლის ყველაზე სექსუალურ კაცად მსახიობი კრის ევანსი დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა People ავრცელებს.

 

41 წლის ევანსი ახალი სტატუსის მფლობელი სულ ახლახან გახდა. მისი თქმით, ამ სტატუსით ყველაზე მეტად ბედნიერი დედამისი იქნება. „ ჩემი ყველა ნაბიჯით ამაყობს, მაგრამ ამით აუცილებლად იტრაბახებს“, - ამბობს კრის ევანსი.

 

სკოლის მოსწავლე ევანსისთვის, რომ გეთქვათ, რომ ერთ დღეს გამოცემა People-ის ყოველწლიურ გამოკითხვაში ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დასახელდებოდა, ნამდვილად არ დაიჯერებდა. როგორც მან აღნიშნა იმ პერიოდში არც თუ ისე პოპულარული ბიჭი იყო.

 

კრის ევანსი ამბობს, რომ ამჟამად მისთვის პრიორიტეტულია პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის ჯანსაღი ბალანსის პოვნა, რომ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს ბოსტონში მცხოვრებ ოჯახთან.

 

„ძალიან დიდი ვარ იმისთვის, რომ 6 თვე ჩემოდნებზე ვიცხოვრო და ამ ეტაპზე იმ სასიამოვნო ფაზას მივაღწიე, როდესაც სახლში ყოფნით ვარ ბედნიერი“, - ამბობს ევანსი.

 

თავის კარიერაში 22 წლის მოღვაწეობის მერე ევანსმა აღიარა, რომ მისთვის დამშვიდების ეტაპი დადგა.

 

„ჩემი კარიერის ყველაზე სასიამოვნო ასპექტი ახლა ისაა, რომ შემიძლია გაზის სატერფულიდან ფეხი ავიღო. ვგრძნობ, რომ უფრო მეტი თავისუფლება მაქვს, რომ ცოტახანს შევისვენო ამ ინდუსტრიისგან და ისეთი პროექტები ვიპოვო, რომელიც დამაკმაყოფილებს, როდესაც დავბრუნდები“,- განაცხადა ევანსმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები