დღე: 19

ღამე: 6

USD 2.7596

EUR 3.0002

უკრაინის რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის ვადა 19 თებერვლამდე გაახანგრძლივა 16.11.2022 19:30

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის ვადა 2023 წლის 19 თებერვლამდე გაახანგრძლივა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია პარტია „გოლოსის“ დეპუტატ იაროსლავ ჯეელზნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

კერძოდ, როგორც მედია წერს, რადას წევრებმა მხარი დაუჭირეს ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 90 დღით გახანგრძლივებას.

 

მედიის ცნობით, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ინიცირებულ შესაბამის დადგენილებებს 294-მა და 297-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

 

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის შემდეგ, რადამ საომარი მდგომარეობა მეოთხედ გაახანგრძლივა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები