ზოგი მწარმოებელი ჩაის შეფუთვაზე მიუთითებს, რომ პაკეტების გაწურვა ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? მოკლედ და მარტივად თუ ვიტყვით, პაკეტის „გაწურვის“ დროს ტანინები გამოიყოფა - ეს არის ნივთიერება, რომელიც კბილის მინანქარს ამუქებს.
როდესაც ჩაის პაკეტი მდუღარე წყალში ეშვება, მიკროპლასტიკის და ნანოპლასტიკის ნაწილაკები გამოიყოფა. პაკეტის გაწურვისას კი სასმელში ტანინების კონცენტრაცია იზრდება.
პაკეტი ცხელ წყალში, მაქსიმუმ, 3 წუთი უნდა გააჩეროთ.
კვლევები ადასტურებს, რომ ჩაი გვეხმარება კიბოსთან, გულის დაავადებებთან, დიაბეტთან და ჭარბ წონასთან ბრძოლაში, ამცირებს მავნე ქოლესტერინის რაოდენობას და აუმჯობესებს აზროვნებას.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge