დღე: 18

ღამე: 10

USD 2.6755

EUR 2.8837

ეროვნული არქივი აღდგენილი ქართული კინოს რეტროსპექტივას მასპინძლობს 04.12.2022 16:24

ეროვნული არქივი აღდგენილი ქართული კინოს რეტროსპექტივას მასპინძლობს

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში 1920-30-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივა მიმდინარეობს.

 

მაყურებელი დღეს, 4 დეკემბერსიხილავს მიხეილ ჭიაურელის „ხაბარდას" (1930) და ლეო ესაკიას "ამერიკანკა" (1930).

 

რეტროსპექტივა 2 დეკემბერს რეჟისორ ალექსანდრე  წუწუნავას ფილმით „ვინ არის დამნაშავე?" („უაილდ ვესტის მხედარი") (1925 წელი) გაიხსნა. 4 კვირის განმავლობაში ნაჩვენები იქნება ქართული მხატვრული ფილმები, რომლებიც საქართველოს ეროვნული არქივისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლობით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მაღალი ხარისხით გაფიცრულდა და რესტავრაცია ჩაუტარდა.

 

ფილმებს შორისაა: „ელისო", „სურამის ციხე", „ბელა", „ქაჯეთი", „ღრუბელთა თავშესაფარი", „ამოკი", „გოგი რატიანი", „კომუნარის ჩიბუხი", „სამანიშვილის დედინაცვალი", „კრაზანა", „დაკარგული სამოთხე", „ბუბა", „უჟმური".

 

რეტროსპექტივა 25 დეკემბერს, 17:00 საათზე, ალექსანდრე წუწუნავას ფილმით "ჯანყი გურიაში" (1928) დაიხურება. კინოჩვენებისას ცოცხლად შესრულდება კომპოზიტორ ვაჟა მარის მიერ სპეციალურად ამ ფილმისთვის შექმნილი ელექტრონული მუსიკა.

 

კინოჩვენებების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები