დღე: 18

ღამე: 10

USD 2.6755

EUR 2.8837

კონსერვატორიის დიდ დარბაზში კახეთში არსებული სალოტბარო სკოლების ანსამბლების ერთობლივი კონცერტი გაიმართება 09.12.2022 13:36

11 დეკემბერს, 18:00 სთ-ზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში კახეთის  მუნიციპალიტეტის რაიონების  (გურჯაანი, საგარეჯო დედოფლისწყარო, სიღნაღი) სალოტბარო სკოლებთან არსებული  ანსამბლების ერთობლივი კონცერტი გაიმართება.  

 

როგორც "ჯორჯიან თაიმსს" აცნობეს, სულ კონცერტზე მონაწილეობას  22 ბავშვთა ანსამბლი მიიღებს, ამავე დღეს გაიმართება ცნობილი ლოტბარის ლევან მუღალაშვილის მონოგრაფიული ნაშრომის  პრეზენტაცია.

 

პროქტს ხელმძღვანელობენ: ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე და  ანსამბლ ,,გურჯაანის“ ხელმძღვანელი ილია დათუაშვილი.

 

2010 წლიდან პირველად თანამედროვე საქართველოში, რაიონებში დაარსდა სალოტბარო სკოლები, რომელებმაც საქართველოს სხვადასხვა მხარე მოიცვა. იდეის ავტორი დავით ცინცაძე გახლდათ. ისევე როგოც სხვაგან (ლანჩხუთში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ხაშურში, გორში) კახეთშიც შეიქმნა აღნიშნული მიმართულებით საგანმანათლებლო სივრცეები და საქმე გურჯაანიდან დაიწყო, რადგან აქ უკვე არსებობდა ბაზა საიმისოდ, რომ განსაკუთებული ხარისხის სალოტბარო სკოლა დაარსებულიყო. ლოტბარ ილია დათუაშივილის თაოსნობით კახეთში შეიქმნა საგანმანათლებლო პროექტი, რომელს ხელმძღვანელობაც თავად  ილია დათუაშვილს დაევალა და მან იშვიათი ხარისხით წარმართა საქმე, არა მხოლოდ გურჯაანში არამედ საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში. დედოფლისწყაროს სკოლაში განსაკუთრებლი ღვაწლი სკოლის დაარსების საქმეში განსაკუთრებული წვლილი თამარ თამაზაშვილს მიუძღვის. 

 

მოგვიანებით პროექტის მასშტაბები გაიზარდა და არა მხოლოდ რაიონულ ცენტრებში, არამედ სოფლებშიც შეიქმნა მსგავსი სკოლები და დღეს უკვე კახეთის მაშტაბით ამ სკოლების დამსახურებით  ბავშვთა 22 გუნდი არსებობს.  

 

აქვე აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო ნაწილის გარდა სკოლის ბაზაზე პერიოდულად ხდება სამეცნიერო/კვლევითი საქმიანობის წარმართვა და ამის ნიმუშია ლოტბარ ლევან მუღალაშვილის მონოგრაფიის გამოცემაც. 

 

პროექტის თანადგომისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ბატონ დავით სონღულაშვილს და მონაწილე მუნიციპალიტეტების ადგილობრივ ხელისუფლებას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები