დღე: 19

ღამე: 6

USD 2.7596

EUR 3.0002

რუსეთში 13 000 უკრაინელი ბავშვია დეპორტირებული 09.12.2022 19:46

რუსეთში 13 000 უკრაინელი ბავშვია დეპორტირებული, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი და უფლებამოსილი წარმომადგენელი ბავშვთა უფლებებისა და რეაბილიტაციის საკითხებში, დარია გერასიმჩუკი ავრცელებს.

 

„დღევანდელი დღისთვის ინფორმაცია გვაქვს 13 ათას უკრაინელ ბავშვზე, რომელიც დეპორტირებული ან გადაადგილებული იყო რუსეთის ხელისუფლების მიერ. ეს, სამწუხაროდ, საბოლოო ციფრი არ არის”, - განაცხადა გერასიმჩუკმა.

 

ბავშვთა ომბუდსმენის თქმით, რუსეთში დეპორტირებული უკრაინელი ბავშვები რიცხვი ყოველ დღე იზრდება.

 

“ჩვენ კიდევ მოგვიწევს გავიგოთ, როგორც მინიმუმ, ათასობით უკრაინელ ბავშვზე, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ მოიპარა”, - აღნიშნა გერასიმჩუკმა

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები