დღე: 28

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

"რუსეთი დიალოგისთვის ღიაა, მაგრამ კიევს მოუწევს შეეგუოს ახალ ტერიტორიულ რეალობას"-კრემლი 05.01.2023 19:15

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს განუცხადა, რომ რუსეთი ღიაა უკრაინის საკითხზე დიალოგისთვის, თუმცა კიევმა უნდა გაითვალისწინოს „ახალი ტერიტორიული რეალობა“.

 

კრემლში აღნიშნეს, რომ პუტინმა და ერდოღანმა განიხილეს სტამბოლის შეთანხმებები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისა და რუსეთიდან საკვებისა და სასუქის მიწოდების შესახებ.

 

„ხაზგასმით აღინიშნა კეთილსინდისიერი ყოვლისმომცველი მიდგომის აუცილებლობა, რომელიც ითვალისწინებს ყველა ბარიერის მოხსნას რუსეთიდან ექსპორტისთვის“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

 

თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგას უკრაინაში ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტისკენ მოუწოდა.

 

სატელეფონო საუბრის დროს ორი ქვეყნის ლიდერებმა ასევე განიხილეს სირიაში მიმდინარე მოვლენები და ენერგეტიკული საკითხები.

 

ერდოღანმა ხაზი გაუსვა თურქეთში ბუნებრივი აირის ჰაბის შექმნის აუცილებლობას და განაცხადა, რომ ამისთვის საგზაო რუკის შემუშავებაა საჭირო.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ