დღე: 24

ღამე: 14

USD 2.7259

EUR 2.9546

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ზე 85 მილიონია 21.03.2023 23:59

ხვიჩა კვარაცხელიას განახლებული სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ზე 85 მილიონია. ინფორმაცია ამის შესახებ თავად Transfermarkt-ის გვერდზე ქვეყნდება. 

ამჟამად ხვიჩა კვარაცხელია თბილისშია. 

როგორც ცნობილია, კვარაცხელია საქართველოს ნაკრებთან ერთად ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება არასრული შემადგენლობით გუშინ დაიწყო.

გუნდი ორ შეხვედრას გამართავს - 25 მარტს მონღოლეთს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება, ხოლო 28 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას უმასპინძლებს. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება. საქართველოს ნაკრები თბილისში მოემზადება, ბათუმში კი 24 მარტს გაემგზავრება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები