დღე: 18

ღამე: 10

USD 2.6804

EUR 2.8892

"ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ყოფნის მიუხედავად, კიევ-პეკინს შორის დიალოგი მაინც შესაძლებელია" - The Guardian 23.03.2023 17:17

მიუხედავად Xi-ის რუსეთში მოგზაურობისა, ჩინეთსა და უკრაინას შორის დიალოგი მაინც შესაძლებელია -  ბრიტანული გაზეთის "გარდიანის" (The Guardian) 23 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ყოფნის მიუხედავად, კიევ-პეკინს შორის დიალოგი მაინც შესაძლებელია“ (ავტორი - პიტერ სოუერი).

 

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

 

„მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა კრემლში, მე-15 საუკუნის მოოქროვილ, მდიდრულ დარბაზში გამოსამშვიდობებელი ვახშამი დაასრულეს, რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატები კვლავ უკრაინის დასაბომბად გაუშვა. 

 

ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, ყოველთვის, როცა ვინმე მოსკოვში სიტყვა „მშვიდობის" მოსასმენად არის ჩასული, რუსეთი პირიქით აკეთებს - ბრძანებას იძლევა უკრაინის დანაშაულებრივი დაბომბვისათვის.

 

თავის განცხადებაში ვლადიმერ ზელენსკის ჩინეთის ლიდერი კონკრეტულად არ დაუსახელებია. ანალიტიკოსების აზრით, ვლადიმერ ზელენსკი წინდახედულად მოიქცა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ფრთხილად ეკიდება ჩინეთის მეთაურის ვიზიტს კრემლში.

 

"რა თქმა უნდა, უკრაინა ძალზე ყურადღებით ადევნებდა თვალს სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებას, - ამბობს ჩინეთ-უკრაინის ურთიერთობის ექსპერტი იური პოიტა. – „თვით ის ფაქტი, რომ სი ძინპინმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარედ მესამედ არჩევის შემდეგ პირველი ვიზიტით სწორედ რუსეთს მიაშურა, უკრაინისთვის კარგი ამბის მანიშნებელი არ უნდა იყოს.

 

რასაკვირველია, კიევი შეშფოთებულია მსოფლიოს ორი დიდი სახელმწიფოს პოლიტიკურ-ეკონომიკური მჭიდრო დაახლოებით [დასავლეთის წინააღმდეგ], მაგრამ ვლადიმერ ზელენსკი ჩინეთს საყვედურს მაინც არ ეტყვის. "უკრაინისთვის ძალზე მნიშვნელოვანია არ გააუარესოს ურთიერთობა ჩინეთთან: რატომ უნდა გააბრაზო დრაკონი, როცა უკვე დათვს ებრძვი?", - ამბობს ექსპერტი.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები