დღე: 21

ღამე: 13

USD 2.6755

EUR 2.8837

"დათვი და დრაკონი: რუსეთისა და ჩინეთის კავშირი რეალური გახდა" - Parlamentní listy 28.03.2023 13:43

„რუსეთისა და ჩინეთის პარტნიორობა იმედს გვაძლევს, რომ მსოფლიო მართლწესრიგი უფრო სამართლიანი იქნება. დღევანდელი „გლობალური მსოფლიო“, სადაც „ქცევის წესებს“, საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ, ყველას დასავლეთი კარნახობს, კაცობრიობის უმეტესობას არ აწყობს, - წერს ჩეხური გამოცემა „პარლამენტნი ლისტი“ (Parlamentní listy) სტატიაში სათაურით „დათვი და დრაკონი: რუსეთისა და ჩინეთის კავშირი რეალური გახდა“ (ავტორი - ალენა ვიტასკოვა).

 

ახალი მსოფლიო წესრიგი გლობალისტებისა და ომის გამჩაღებლების გარეშე უნდა დამყარდეს. ეს არც მითი არ გახლავთ და არც ლეგენდა. ეს არ არის ზღაპარი ბოროტ ხელმწიფეებზე, სულელ პრინცესებზე, ხარბ და გულუბრყვილო სასახლის კარის მსახურებზე, რომლებსაც თვალი მუდამ სხვების სიმდიდრეზე უჭირავთ და ცდილობენ  ომები დაიწყონ და რაც შეიძლება მეტი მოიხვეჭონ.

 

რუსული დათვისა და ჩინელი დრაკონის კავშირი უკვე რეალობას წარმოადგენს. გასულ კვირას მოსკოვში გამართული სამდღიანი ვიზიტი, შეიძლება ითქვას, მთელი პლანეტის ყურადღების ცენტრში იყო: ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის მოლაპარაკებას მთელი მშვიდობისმოყვარე მსოფლიო აკვირდებოდა, ზოგი - დიდი იმედით, ზოგიც - დაძაბული და შეშფოთებული.

 

დღევანდელი მსოფლიო ირყევა, მეტ-ნაკლები სტაბილურობა წარსულს ბარდება: დასავლეთში  (აშშ-ში და ევროპაში) ისევ დაბრუნდა ომები, კონფლიქტები, ენერგეტიკული და ფინანსური კრიზისები, რომლებიც ძალზე უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანთა კეთილდღეობაზე. დაქვეითდა მოსახლეობის ცხოვრების დონე, იმატა უიმედობამ, დეპრესიულმა განწყობამ. უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მოქმედება, რომლებიც საკუთარი თანამემამულეების წინააღმდეგ არის მიმართული, აჩქარებს სისტემის დასუსტებას შიგნიდან. 

 

პარალელურად აზიური ეკონომიკა ევროპულ-დასავლურისაგან სულ უფრო მეტად განსხვავდება. იქმნება ახალი ფინანსური სისტემები. აზიის დიდ სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული რესურსები - ნავთობი, გაზი და სხვა სასარგებლო წიაღისეული, აგრეთვე ისეთი პროდუქცია, რომელიც თანამედროვე ადამიანისათვის აუცილებელია (ავტომობილები, ახალი ტექნოლოგიები და ა.შ.), როგორც ჩანს, დოლარებისა და ევროს გარეშე გაიყიდება. აზიას უარს აცხადებს დასავლური საბანკო გადახდების სისტემით - „სვიფტით“ სარგებლობაზე და მას საკუთრით ანაცვლებს.

 

რუსული დათვის გაერთიანება ჩინურ დრაკონთან, ინდოეთთან, ირანთან, საუდის არაბეთთან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან და მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებთან აყალიბებს არაჩვეულებრივი ძალისა და პერსპექტივის  პოტენციალს არამარტო მათი მოსახლეობის მრავალრიცხოვნობის, არამედ მათი სიმდიდრის, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობისა და ფასეულობების მიხედვით.

 

რადგანაც ისინი იარაღის ჟღარუნის, სიყალბისა და სიძულვილის ნაცვლად უპირატესობას მშვიდობის დაცვას, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემას აძლევენ, მოსალოდნელია, რომ ახალი მსოფლიო წესრიგი ისეთი არ იქნება, როგორიც დრეს აქვთ ჩაფიქრებული ომის გამჩაღებლებს და გლობალისტებს. 

 

კაცობრიობას იმედი გაუჩნდა, რომ მსოფლიო თავიდან მოიშორებს ნეონაცისტებს, რომლებიც ჯერ კიდევ კვებავენ ხალხს „დემოკრატიის“ ლოზუნგებით, თავის ნებაზე ათამაშებენ მარიონეტებს და მავნებლობენ იმის მიუხედავად, რომ მეორე მსოფლიო ომი თითქმის 80 წლის წინათ დასრულდა. იმედი უნდა გვქონდეს, რომ საზოგადოებამ გაკვეთილი გამოიტანა შეიარაღებული კონფლიქტებიდან, რომლებმაც მხოლოდ ტკივილი და უბედურება მოუტანა პლანეტის მოსახლეობას.

 

იმედი უნდა გვქონდეს, რომ ჩვენ კაცობრიობის განვითარების ახალი ეპოქის ზღურბლზე ვდგავართ, როცა მშვიდობა უპირველესი ფასეულობა იქნება ყოველი ადამიანისათვის - ისევე როგორც იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც მსოფლიოს ახალი მოწყობის პროცესში ჩაერთვებიან.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები