დღე: 21

ღამე: 12

USD 2.6797

EUR 2.8812

„რეალურად ორი რეკომენდაცია დარჩა გასათვალისწინებელი, შესაბამისი კანონპროექტები უკვე არის მიღებული" - ირაკლი კობახიძე 29.03.2023 14:50

ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს „ნაციონალური მოძრაობა“ ქუჩაში იქნება თუ პარლამენტში. მათ არც ქუჩის და არც პარლამენტის რესურსი არ აქვთ, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო საქმიანობაში დაბრუნებას ეხებოდა.

 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათ არ აქვთ უნარი, რომ ჩაერთონ კანონპროექტების განხილვაში.

 

„რეალურად ორი რეკომენდაცია დარჩა გასათვალისწინებელი, შესაბამისი კანონპროექტები უკვე არის მიღებული. მანამდე რეკომენდაციებთან დაკავშირებული ყველა კანონპროექტი ისე მივიღეთ, რომ „ნაცმოძრაობა“ არ იყო ჩართული. ბოლო ეტაპზე რა ფასი აქვს მათ ჩართულობას, ეს არ ვიცი, თუმცა ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ისინი იქნებიან ქუჩაში თუ პარლამენტში. მათ არც ქუჩის და არც პარლამენტის რესურსი არ აქვთ. პარლამენტის რესურსი არ აქვთ, პირველ რიგში, იმის გამო, რომ მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები არის ძალიან შეზღუდული. მათ არ აქვთ ელემენტარული უნარი, რომ ჩაერთონ კანონპროექტების განხილვაში და ა.შ. აქედან გამომდინარე, რაიმე ფასი მათ საპარლამენტო ცხოვრებაში ბუნებრივია, არ აქვთ. ლევან ხაბეიშვილის, გუბაზ სანიკიძის ინტელექტი იცით, ინტელექტით ვერ ახერხებენ რეალურად პროცესებზე მიყოლას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ცნობისთვის, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, ფრაქცია მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო სხდომებსა და განხილვებში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები