დღე: 18

ღამე: 10

USD 2.6804

EUR 2.8892

„გერმანია უკრაინისათვის იარაღით დახმარებას გაზრდის“ - უცხოური პრესა 29.03.2023 15:05

„გერმანიის მთავრობას განზრახული აქვს უახლოეს წლებში მკვეთრად გააფართოოს უკრაინისადმი სამხედრო დახმარების გაწევა“, - იტყობინება გერმანული ჟურნალი „დერ შპიგელი“ (Der Spiegel) სტატიაში სათაურით „გერმანია უკრაინისათვის იარაღით დახმარებას გააფართოებს“ (ავტორი - მათიაშ გებაუერი).

 

უახლოეს წლებში გერმანია რამდენჯერმე გაზრდის უკრაინისადმი როგორც ფინანსურ, ასევე სამხედრო დახმარებას - ამჟამინდელი 3,2 მილიარდი ევროდან 15 მილიარდ ევრომდე. ეს მონაცემები „შპიგელმა“ ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს კონფიდენციალური წერილიდან შეიტყო, რომელიც უწყებამ ბუნდესტაგის (პარლამენტის) საბიუჯეტო კომიტეტს გაუგზავნა, მათი მოთხოვნის საპასუხოდ.

 

ოთხგვერდიან წერილში გრიფით „მკაცრად კონფიდენციალურად“, რომელიც სავსეა უამრავი სტატისტიკური მონაცემებით და ციფრებით, ფინანსთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანი ფლორიან ტონკარი საკანონმდებლო ორგანოს სთხოვს, რომ ბუნდესტაგის დეპუტატები დათანხმდნენ სამინისტროს მიერ წარმოდგენილი თანხების რაოდენობას უკრაინისათვის დასახმარებლად.

 

გერმანიის ფედერალური მთავრობა გეგმავს, რომ უახლოესი წლების განმავლობაში მკვეთრად გააფართოოს რუსეთთან მეომარი უკრაინის დახმარება, რისთვისაც მას ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტის თანხმობა ჭირდება. ბუნებრივია, დეპუტატები მთავრობის თხოვნას გაგებით მიუდგებიან და უარს არ ეტყვიან - ბუნდესტაგში ამ თვალსაზრისით უკვე პარტიათაშორისო უმრავლესობა ჩამოყალიბებულია. წინააღმდეგები არიან მხოლოდ მემარცხენე პარტია და მასთან იდეოლოგიურად ახლოს მდგომი პოლიტიკური ორგანიზაცია „ალტერნატივა გერმანიისათვის“.

 

რას ითვალისწინებს და რით არის განპირობებული უკრაინისადმი დაგეგმილი დახმარება?

 

დღეისათვის ბერლინს კიევისათვის მხოლოდ 3,2 მილიარდი ევროს დახმარება აქვს გაწეული.  სან-ოთხ წელიწადში თანხა 15 მილიარდ ევრომდე გაიზრდება. კონფიდენციალურ წერილში მითითებულია მიზეზი: „უკრაინის შეიარაღებული ძალებისათვის აუცილებელია ახალი მატერიალური საშუალებების მიწოდება იმიტომ, რომ კიევის არმია მძიმე დანაკარგებს განიცდის როგორც ცოცხალი ძალის, ასევე სამხედრო ტექნიკის, საბრძოლო მასალების თვალსაზრისით“. 

 

ამიტომაც, როგორც წერილშია აღნიშნული, გერმანიის მთავრობა იძულებულია დაუყოვნებლივ დაიწყოს მრავალრიცხოვანი კონტრაქტების დადება მატერიალური რესურსების შესყიდვის მიზნით. ეს ეხება ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებს, არტილერიას, ჭურვებს და ა.შ.

 

ამასთან, წერილის ავტორი ფლორიან ტონკარი აღნიშნავს, რომ რადგანაც იარაღის მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდებულ ტექნიკას მომსახურება გაუწიოს და საბრძოლო მზადყოფნაში ჰქონდეს, ამისათვისაც მნიშვნელოვანია თანხებია საჭირო“.

 

„დამატებითი ხარჯები ობიექტურად გარდაუვალია“, - ხაზს უსვამს საპარლამენტო მდივანი, - იმიტომ, რომ მუდმივი დახმარების გარეშე უკრაინა რუსეთთან თავდაცვით ომში შეიძლება დამარცხდეს, რაც მძიმე შედეგებს გამოიწვევს ევროპული უსაფრთხოებისათვის“, - აღნიშნულია „შპიგელის“ სტატიაში.

 

წყარო

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები