დღე: 21

ღამე: 13

USD 2.6755

EUR 2.8837

„პუტინის დაპატიმრების“ რეპრიზი სომხურ-რუსულ ცირკში, შექსპირული სტილით“ - რას წერს უცხოური პრესა 29.03.2023 16:12

სომხური გამოცემა „ლრაგირი“ («Լրագիր»//«Lragir») აქვეყნებს სარედაქციო კომენტარს  სათაურით „პუტინის დაპატიმრების“ რეპრიზი სომხურ-რუსულ ცირკში, შექსპირული სტილით“.

 

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

 

წარმოიდგინეთ სცენა: დაუნდობელი ნიკოლ მრისხანეს ხმლის წვერიდან მსოფლიოს იმპერატორის ვლადიმერის სისხლი  წვეთავს, ხოლო მისი მოკვეთილი თავი მიწაზე, მტვერში  გდია და სომეხი ცხენოსნების ფლოქვებით ითელება... ხომ შთამბეჭდავია? ალბათ, გაგეღიმათ კიდეც, მაგრამ საინტერესოა, რა ხდება სომხური პროვინციული თეატრის კულისებს მიღმა?

 

როგორც ანონიმური წყაროები იტყობინებიან რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროდან,  უწყების ხელმძღვანელობა აბსოლუტურად მიუღებლად თვლის სომხეთის გეგმებს ოფიციალურად მიუერთდეს რომის სტატუტს (ხელშეკრულებას) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) შესახებ იმ ფონზე, როცა ჰააგაში უკვე გაცემულია ორდერი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების თაობაზე. 

 

სომხეთმა რომის სტატუტზე ხელი ჯერ კიდევ 1998 წელს მოაწერა, მაგრამ 2004 წელს რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ხელშეკრულება იმ დროს მოქმედ სომხეთის კონსტიტუციის დებულებებს ეწინააღმდეგებოდა, ამიტომ სტატუტის რატიფიცირება გადაიდო. დიდი ხნის განმავლობაში ეს საკითხი მივიწყებული იყო, მაგრამ 2022 წლის დეკემბერში სომხეთის მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვა, რომ დასკვნა გაეკეთებინა - შესაძლებელია თუ არა სტატუტის რატიფიცირება ამჟამად.

 

როგორც ცნობილია, 24 მარტს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააჟღერა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ის ვალდებულებები, რომლებსაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტი შეიცავს, დღეს სრულიად შეესაბამება სომხეთის რესპუბლიკის ძირითად კანონს, ანუ სომხეთს შეუძლია რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინოს.

 

მაგრამ მოსკოვმა სომხეთის მთავრობა გააფრთხილა, რომ თუ ერევანი სტატუტის შესახებ საკითხს პარლამენტის სხდომაზე გაიტანს განსახილველად და დოკუმენტის რატიფიცირება (დამტკიცება) მოხდება, ასეთი გადაწყვეტილება სომხეთისათვის უკიდურესად ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს.

 

დიახ, ახლა მთავარი მომენტი ისაა, იქნება თუ არა რატიფიცირებული დოკუმენტი, ანუ იღებს თუ არა სომხეთის ხელისუფლება იურიდიულ ვალდებულებას ზუსტად შეასრულოს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები. მაგრამ საკვანძო სიტყვები კრემლის გაფრთხილებაში - „უკიდურესად ნეგატიური შედეგები“ - სამომავლო მუქარად ისმის: არ გააკეთოთ ეს, თორემ ჩვენც რაღაცას გაგიკეთებთ...

 

პრინციპში, მოსკოვური მუქარა უკვე მომხდარი ფაქტების კონსტატაციას წარმოადგენს: სომხურ-რუსული ცირკი „ოდკბ“-სთან მიმართებით ახალ-ახალი რეპრიზული (განმეორებითი) სიუჟეტებით ივსება, როცა რუსეთი მხარს უჭერს „ზანგეზურის დერეფანს“ და  ჩაფრებს სომხეთის ტერიტორიებზე აბრუნებს.

 

მოსკოვი ხელოვნურად ახდენს ნიკოლ ფაშინიანის „ანტირუსულ-პროდასავლური“ იმიჯის დემონსტრირებას და ამით სურს თავისი მოქმედება გაამართლოს. კრემლის პოლიტიკა მნიშვნელოვანი კომპონენტია ებრაულ-რუსულ-თურქულ გეგმებში სომხეთის განადგურება-გაქრობის მიზნით. თუ მოვლენების მსვლელობას დავაკვირდებით - ანუ იმას, რაც ამას წინათ ლავროვ-მირზოიანის მოლაპარაკების შედეგად მოხდა, სხვა არაფერს ნიშნავს, თუ არა იმას, რაც უკვე ვთქვით: არცახს (მთიან ყარაბაღს) არ აქვს თვითგამორკვევის უფლება - დამოუკიდებლობის გამოცხადებისა ან სომხეთთან მიერთების თვალსაზრისით, ბ) არცახში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია არ დაიშვება; გ) საერთაშორისო მისიების განლაგების შეზღუდვა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე; დ) სომხეთის საკითხის განხილვის ტორპედირება გაეროს უშიშროების საბჭოში.

 

აი, რუსეთის სომხური პოლიტიკის შედეგები. და ამ დროს მოსკოვი ისევ იმუქრება... სომხურ-რუსული ცირკი სულ უფრო სანახაობრივი ხდება და ალბათ, თანდათანობით კიდევ ბევრი რამ გამოვლინდება კრემლის განზრახვებიდან, რაც რუსული დიპლომატიის კარდინალურ ტრანსფორმაციას მიგვანიშნებს სომხეთის ტერიტორიულ, ეკონომიკურ და დემოგრაფიულ მდგომარეობასთან მიმართებით. 

 

წყარო

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები