დღე: 21

ღამე: 12

USD 2.6797

EUR 2.8812

"სალომე ზურაბიშვილმა სამარე გაუთხარა "ქართულ ოცნებას" - რომან გოცირიძე 31.03.2023 16:22

სალომე ზურაბიშვილმა სამარე გაუთხარა „ქართულ ოცნებას“, ახლა მიწის მიყრის პროცესია საჭირო და ესეც ტექნიკის და დროის საქმეა, - ასე ეხმაურება  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებას, პოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე.

 

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის ადრესატი იყო საქართველოს მოსახლეობა და საერთაშორისო საზოგადოება.

"აბსოლუტურად სწორი აქცენტები ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს და შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ის საბოლოოდ დაშორდა "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს. მისი გამოსვლის მთავარი განმსაზღვრელი სიტყვა იყო, რომ აცდა გზას, ფაქტობრივად თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" უღალატა ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს, კონსტიტუციას. ფაქტობრივად, მან თქვა, რომ ხელისუფლება ქვეყანას მიაქანებს რუსეთისკენ", - განაცხადა გოცირიძემ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები