დღე: 22

ღამე: 11

USD 2.7483

EUR 3.1138

თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია 31.03.2023 20:13

თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„მეხანძრე-მაშველების სწრაფმა და ოპერატიულმა მოქმედებამ მოგვცა საშუალება, რომ დროულად მომხდარიყო ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ ლიკვიდაცია. იყო გვერდზე მდგომ შენობებზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე, რაც

მეხანძრე-მაშველებმა აღკვეთეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. შესაბამის სამსახურს დაწყებული აქვს გამოძიება და მოგვიანებით გაკეთდება ამაზე განცხადება“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

 

ცნობისთვის, სასტუმროში ხანძარი თითქმის ორი საათის წინ გაჩნდა. ადგილზე 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.

 

ავტორ(ებ)ი :