დღე: 21

ღამე: 13

USD 2.6755

EUR 2.8837

სიცრუეა ინფორმაცია, რომ დაკავებული სტუმრობდა სამორინეს - სასტუმრო „ამბასადორი“ 01.04.2023 19:16

სასტუმრო „ამბასადორი“ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ რიგ მედიასაშუალებებში ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს პიროვნება, რომელიც სასტუმროში ცეცხლის გაჩენის ბრალდებით დააკავეს, სამორინე „ამბასადორს“ სტუმრობდა. 

სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

„გვსურს გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც ამ წუთებამდე ვრცელდება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დაკავებული პიროვნება სტუმრობდა სამორინე ამბასადორს, წარმოადგენს სიცრუეს. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დაკავებული პირი არ სტუმრობდა სამორინე ამბასადორს და არ იყო ვერიფიცირებული ჩვენი თანამშრომლების მიერ. მას არანაირი გადაკვეთა არ ჰქონია სამორინეს საქმიანობასთან. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძარი გუშინ, საღამოს საათებში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები