დღე: 18

ღამე: 10

USD 2.6804

EUR 2.8892

შავი ფერით მარტივად შეერევით ხალხს და პოლიციას გამოცნობა გაუჭირდება - „ქრონიკა“ მიმოწერას აქვეყნებს 01.04.2023 22:54

ქრონიკამ“ 7-8 მარტის აქციის მონაწილეების მიმოწერა მოიპოვა.

ტექსტურ მიმოწერაში ასახულია, თუ როგორ გეგმავდნენ ახალგაზრდები აქციას რუსთაველის გამზირზე და რა გეგმები ჰქონდათ მათ. მიმოწერაში ფიგურირებს, დაკავებული ლაზარე გრიგორიადისიც.

ჯგუფის წევრები ანონიმური სახელებით აქტიურობდნენ. მიმოწერაში აღნიშნულია, თუ როგორი ტანსაცმელი უნდა სცმოდათ ახალგაზრდებს, ასევე ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ დამზადებაზე და სხვა.

„ჩაიცვით სპორტული შავი ტანსაცმელი. სპორტული ტანსაცმელი კომფორტულია ხანგრძლივი აქციის დროს. შავი ფერით მარტივად შეერევით ხალხს და პოლიციას გამოცნობა გაუჭირდება. სახის დასაფარად ბენდენა და მსგავსი აქსესუარები გამოგადგებათ. სახლში დაბრუნებისას ფერად ტანსაცმელში გადაცმა ამოცნობისგან უკეთ დაგიცავთ“, - აღნიშნულია ერთ-ერთ პოსტში.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები