დღე: 21

ღამე: 12

USD 2.6797

EUR 2.8812

"ცენტრალურ ნაწილში ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ არცერთ სახლს და ქუჩას არ თმობენ ჩვენები" 03.04.2023 11:09

ალექსი პეტრიაშვილი სოიალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

 

"ზაპოროჟიეში აეწვა ურდოს, არიქა სადაცაა შემოგვიტევენო! სწორადაც! ზაპოროჟიეს ფრონტის გაყოლებაზე გუშინ იყო ჩვენების გარკვეული წინსვლა! ეს არ არის დიდი შეტევის დასაწყისი, მაგრამ პოზიციების გაუმჯობესება ხდება დიდი შეტევის წინ! ამასთან, გუშინ 1 კვირის განმავლობაში უკვე მესამედ ჩვენებმა გაუმარსებით ჩაუტარეს დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში ლოკომოტივების დეპოს! კოლაბორანტების აფეთქებებმაც იმატა! საწყობებს და ინფრასტრუქტურას მოურღვევენ ჩვენები ზაპოროჟიეში ურდოს და თვის ბოლოს ელოდეთ ამბებს! 

 

იგივე იქნება ხერსონის ოლქში! სერიოზული არტ მომზადება მიდის ჩვენების მხრიდან იმისთვის, რომ დედაბუდიანად ამოძირკვონ ურდო მდინარე დნიპროს მარცხენა სანაპიროდან! 

 

ამ ორი ოლქის გათავისუფლება სწრაფად და ეფექტურად ძალიან მნიშვნელოვანია ყირიმის გათავისუფლების დასაწყებად! თავდაცვის და უშიშროების საბჭოს მდივნის დანილოვიდან დაწყებული ყველა სერიოზული სამხედრო ექსპერტი სავსებით რეალისტურად განიხილავს სწორედ ყირიმის გათავისუფლებას! შეიძლება ეს საინფორმაციო მანევრიც იყოს, მაგრამ ვნახოთ, რა მიმართულებით წავა ძირითადი შეტევები! 

 

ფაქტია, რომ ბახმუტის, ავდეევკას და მარიინკას მიმართულებით, ისევე როგორც ცოტა ხნის წინ უჰლედარის მიმართლებაზე ხდება ურდოს გამოფიტვა! ვაგნერის ელიტური დანაყოფები ჩაერთვნენ უკვე ბახმუტის ცენტრზე შეტევაში! ყოველდღიურად არანორმალური რაოდენობის საარტილერიო და საზენიტო ჭურვები იხარჯება ურდოს მხრიდან! აქვე არიან რეგულარული არმიის სადესანტო ნაწილებიც, მაგრამ ბოლო 2 კვირის განმავლობაში მტერს წინსვლა ჰქონდა მინიმალური! აქ იფიტება მსოფლიოს "მითიური მეორე არმია"! აქ დაასრულებს არსებობას ვაგნერიც და დაასრულებს თავის კარიერას პრიგოჟინი! 

 

გუშინ ღამე დიდის ამბით გაავრცელა ვიდეო, რომელიც ლენინგრადში ჩასიკვდილებულ სამხედრო პროპაგანდისტ ვლადლენ ტატარსკის მიუძღვნა, ბახმუტის ადმინისტრაციის თავზე ვაგნერის დროშა ფრიალებსო! ჩვენებმა უპასუხეს, დილით გაისეირნე ბახმუტის ცენტრში და ოსკარის ჩუქება ჩვენზეაო.

 

ისე ეს ვლადლენ ტატარსკი იყო, 10 ათასი უკრაინელი უნდა ამოვბუგოთ ყაზარმებში და მერე უფრო დამყოლები გახდებიან უკრაინელები მოლაპარაკებებზეო; პუტლერმა რომ შეკრიბა დიდის ამბით ვინც დედას დაუწყევლია ყველა, ამ ნაძირალამ ყველას მოვუგებთ, ყველას მოვკლავთ და ყველას გავძარცვავთ, ისე როგორც ჩვენ გვიყვარსო! წადი აწი დაშა დუგინასთან და დაელოდეთ სიმონიანს, სოლოვიოვს და სკაბეევას! თითო "შეკეთებული" ბიუსტი ყველასთვის მოიძებნება! მე მაინც უფრო მგონია, რომ ერთმანეთს დაცხეს; ეს ტატარსკი პრიგოჟინის პირადი ლეკვი იყო და გენერალიტეტს ხმამაღლა აკრიტიკებდა; ჰოდა კი აწიეს პრიგოჟინის კაფეში მორიგი ზეტშაბაშის დროს! 

 

ბახმუტის სამხრეთით უჭირავთ ჩვენებს პოზიციები და ბახმუტი-კონსტანტინოვკის ტრასაზე კონტროლი! ამ ნაძირალებმა კონსტანტინოვკაში საცხოვრებელი სახლს რაკეტები დაუშინეს, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. ყველაფერზე მოეთხოვებათ პუტლერს და მის ჯალათებს! 

 

ცენტრალურ ნაწილში მართლაც ძალიან ძალიან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ არცერთ სახლს და ქუჩას არ თმობენ ჩვენები. თანაც ძალიან ბევრი სახლი და ტერიტორია დანაღმულია და სიურპრიზები ელის ურდოს! 

 

ჩრდილოეთ ნაწილში ასევე სერიოზული ბრძოლები მიდის აზომის სამრეწველო კომპლექსის მიდამოებში და ხრომოვოს მიმართულებაზე! აქაც მაგრად დგანან ჩვენები! 

 

ბელოჰოროვკაზე წავიდა სერიოზული შეტაკებები! აქაც დიდი რაოდენობით არტილერია მუშაობს ურდოს მხრიდან! დგანან ჩვენები ყოჩაღად! 

 

კრემინნა-სვატოვო-კუპიანსკი - პოზიციური ბრძოლები იყო ძირითადად! 

 

ურდოს ვაზირმა ბელარუსში ბორის გრიზლოვმა, ნატოს საზღვრებთან განვათავსებთ ბირთვულ შეიარაღებას, რაც არ უნდა იხმაუროს აშშ-მ და დასავლეთმაო! მიდით ჯიგრებო მიდით, მერე განახებთ სი ძინპინი როგორ უნდა ჩებურაშკას ფილმის ყურება! 

 

გუშინ ფინეთში არჩევნებში კი დამარცხდა საყოველთაო სიმპათია პრემიერი სან მარინი (სულ ცოტა დააკლდა მოგებამდე), მაგრამ ის ისტორიაში შევიდა, როგორც პრემიერი, რომელმაც თავისი ქვეყანა ნატოში ფაქტობრივად შეიყვანა. 

 

ფინეთის ნატოში გაწევრებაზე დღეს ჩემი ტრადიციული ბლოგი იქნება "ფორბსში", მაგრამ ფინეთზე გამახსენდა, კარგად დაწერა ტელეგრამზე აკუნინ-ჩხარტიშვილმა: 

 

პუტინმა, მეტსახელად "ბუნკერის ძედმა" (კულტურული კაცია მაინც, მე ვირთხას დავწერდი), ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა რუსეთში ჩანერგილმა აგენტმა, რუსეთის სრული ჩამოშლისთვის დიდ შედეგებს მიაღწია და მწყობრად მიდის თავის მისიის შესრულებისკენო. კერძოდ, მისი შედეგებია: 

 

1. ნატოსთან საზღვრები 2-ჯერ გაზარდა;

2. "წარმატებით" დაკარგა ნავთობის და გაზის რეალიზაციის ბაზრები;

3. გახადა რუსეთი ჩინეთის ვასალი და მისი რესურსული უზრუნველყოფის იაფი წყარო; 

4. მოახერხა 90-იანების შემდეგ ყველაზე დიდი გარღვევა ბიუჯეტში (კირილიე გუნძიაევმა დაიწყო უკვე მათხოვრობა, მდიდრებს მოუწოდებს, ბიუჯეტს დაეხმარეთო :))))) ა.პ.);

5. მოახდინა ტვინების და კაპიტალის რეკორდული გადინების პროვოცირება;

6. მიაღწია მთელი ისტორიის მანძილზე სანქციების ყველაზე დიდ რაოდენობას; 

7. გაანადგურა ომში 200 ათასი რუსი სამხედრო! 

 

მართლაც რამხელა მისიას ასრულებს ეს პუტლერი! მისი ბოლო კეთილი ნამდვილად არ იქნება! 

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველო უნდა გამოერკვეს   2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია ჩამოინგრევა გრუხუნით 2023-ში! 

დიდება უკრაინას! 

დიდება გმირებს! 

დიდება ერს! 

სიკვდილი მტერს!"- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები