დღე: 21

ღამე: 12

USD 2.6797

EUR 2.8812

"პროფესიულ აქციებს არ სჭირდება იმ პოლიტიკოსების დახმარება, რომლებსაც კონკრეტულად ამ საავადმყოფოსთვის კარგი არაფერი გაუკეთებიათ" 03.04.2023 12:06

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალის პროტესტს ეხმაურება:

 

"რესპუბლიკური საავადმყოფოს გამო ექიმების პროტესტი მესმის. ეს მათი პროფესიული სფეროა. დავუბრუნდები წერილის ბოლოს. მაგრამ წინა ხელისუფლებებისგან რესპუბლიკურთან მიმართებაში ხმაურს, სიუჟეტებს, სტატიებს, ვერ მივიღებ.


ჯერ ის გავიხსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი დაახლოებით 400 მილიონის ჩადებას აპირებდა, აქედან 40 მილიონი დახარჯა, 10 მილიონი მხოლოდ პროექტირება დაუჯდა, ხოლო როცა დაიწყო სამუშაოები, გააჩერეთ. თითქოს ქუჩაში ყრია მილიონები.


ცალკე თემაა ის, რომ ამოდენა ინფრასტრუქტურა განადგურდა, გაიძარცვა თითი არ გაგინძრევიათ. ნახეთ, ბევრი ვიდეოა შემორჩენილი. 1200 საწოლიანი საავადმყოფო, 100 საწოლამდე იყო ჩამოსული.


ჰოდა, შეეშვით პოლიტიკოსებმა, თქვენი მედიებით. ადროვეთ, მიხედავენ მედიკოსები. პროფესიულ აქციებს არ სჭირდება იმ პოლიტიკოსების დახმარება, რომლებსაც კონკრეტულად ამ საავადმყოფოსთვის კარგი არაფერი გაუკეთებიათ.


ყველაფერზე ქულების დაწერა გსურთ. უნდა მივეჩვიოთ პროფესიული წრეების პროტესტს, აქციებს. თავად მოაგვარებენ ჯანდაცვის უწყებასთან და მთავრობასთან. მთავარია ხელფასები ყველას შეუნარჩუნდებაო. თუმცა, ალბათ, სხვა მოსაზრებებიც აქვთ.


ფსევდო ოპოზიცია მხოლოდ ხმაურობთ. ჯერ ვერავისგან მოვისმინე რა პროექტია, რას აპირებს ჯანდაცვის უწყება. იქნებ ისეთი რამ კეთდება, თქვენც გაგიხარდეთ?!"- წერს ამირან სალუქვაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები