დღე: 21

ღამე: 12

USD 2.6797

EUR 2.8812

"ლაზარე, შესაძლო დამნაშავე კი არა, რეალური მსხვერპლია ხელისუფლების" - არჩილ გამზარდია 03.04.2023 12:57

ლაზარე, შესაძლო დამნაშავე კი არა, რეალური მსხვერპლია ხელისუფლების, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში  ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია წერს.

 

მისი თქმით, რაც კი დიქტატორული მმართველობების ისტორიას ახსოვს, პროტესტისათვის და ხელისუფლების წინააღმდეგობისათვის ხელისუფლებები დევნიდნენ ადამიანებს, რომელთაც ეძახდნენ დამნაშავეებს, რომლებსაც ვითომდა უსაბუთებდნენ "დანაშაულებს" და ყოველთვის ჰყავდა ასეთ ხელისუფლებებს გამმართლებლები და ეს ავტორიტარული ხელისუფლების სენია.

 

"სინამდვილეში, "დამნაშავეები" როგორც წესი, ხელისუფლებების "მსხვერპლები" იყვნენ.


ასე იყო წინა ხელისუფლების დროსაც და ასეა დღესაც.


დღეს "ქართული ოცნება" იყენებს წინა ხელისუფლების კონცეპტს ნულოვანი ტოლერანტობის სტრატეგიიდან.


ამიტომ ვარ ყოველთვის წინააღმდეგი ნებისმიერი "ნულოვანი ტოლერანტობის" და ვარ მომხრე ყოველთვის მაქსიმალური ტოლერანტობის.


დანარჩენი მხოლოდ ტექნიკური დეტალებია, მათ შორის, ბრალის დამტკიცების შემთხვევაშიც კი, რადგან "ნულოვანი ტოლერანტობა", როგორც ადამიანების მარეპრესირებელი მექანიზმი, ეძებს ხერხს მაქსიმალურად მკაცრად დასაჯოს ის, ვინც ხელისუფლებისთვის მიუღებელია, ხოლო მისაღებს კი ბევრად მარტივად უპოვის გამართლებასაც და მსუბუქ სასჯელსაც,"- წერს არჩილ გამზარდია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები