დღე: 20

ღამე: 9

USD 2.68

EUR 2.8848

"როგორ წარმოგიდგენიათ, სახელმწიფომ პატიმარი იმის გამო გაუშვას, რომ არ იკვებება, სხვა პატიმრებს რა ვუთხრათ? "-კახა კალაძე 03.04.2023 14:10

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სახელმწიფოს გარკვეული ინსტიტუციები აქვს და მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება შესაბამის ინსტიტუტს ჩამოშლის.

 

მისი თქმით,  მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა, "როგორც განუბაჟებელი ტვირთის, თავიდანვე დაგეგმილი იყო და მიზნად საქართველოში არეულობას ისახავდა".

 

"მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა, როგორც განუბაჟებელი ტვირთის, თავიდანვე დაგეგმილი იყო. რომ არ დაეკავებინათ, მისი გეგმა დაპირისპირება და არეულობა იქნებოდა. ეს გეგმა ჩავარდა და მას შემდეგ, რაც დააკავეს, პირველივე დღიდან ცდილობენ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხაზგასმით, ციხიდან გამოუშვან. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემოქმედი თავად არის. ის თვითდაზიანების რეჟიმშია და ამ ყველაფერში მისი გარემოცვა და ოჯახიც ხელს უწყობს. მისი ოჯახის წევრებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რომ შესაბამისი კალორაჟის საკვები მიიღოს. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საკვებს არ მიიღებს, დასუსტდება.

 

როგორ წარმოგიდგენიათ, პატიმარი, რომელსაც კონკრეტული დანაშაული აქვს, იმის გამო, რომ არ იკვებება, სახელმწიფომ გაუშვას. ჩვენ ვართ სახელმწიფო და გარკვეული ინსტიტუციები გვაქვს. სხვა პატიმრებს რა უნდა ვუთხრათ? ეს ძალიან მძიმე თემაა და სააკაშვილის გათავისუფლება შესაბამის ინსტიტუტს ჩამოშლის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები