დღე: 20

ღამე: 9

USD 2.6797

EUR 2.8812

Facebook და Instagram ხარვეზებით მუშაობს 04.04.2023 20:22

ყველაზე დიდი და პოპულარული სოციალური ქსელები, Facebook და Instagram ხარვეზებით მუშაობს. მომხმარებლების 64% წერს, რომ უჭირს Facebook-ის ვებ-გვერდზე შესვლა, 23% ხარვეზებით შედის აპლიკაციაში, 13%-ს კი საიტზე იდენტიფიცირების გავლა უჭირს.

ინფორმაციას downdetector-ი ავრცელებს. 

რაც შეეხება Instagram-ს - აპლიკაციაში შესვლა მომხმარებლის 46%-ს უჭირს, იდენტიფიცირების გავლას 35% ვერ ახერხებს, ვებგვერდზე კი 19% ვერ შედის.

რა გახდა ამის მიზეზი, უცნობია. ჯერჯერობით, კომპანიის არცერთ წარმომადგენელს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები