დღე: 21

ღამე: 12

USD 2.6797

EUR 2.8812

„ჩემი დისშვილი თუ არის და პროფესიონალი თუ არის, ამ ცხოვრებაში გასაქანი არ უნდა ჰქონდეს?“ - ელისაშვილი ომბუდსმენის მოადგილედ მისი დისშვილის დანიშვნაზე 04.04.2023 21:10

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მოადგილედ მისი დისშვილის ნათია ჯულაყიძის დანიშვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება ნეპოტიზმი არ არის.

მისივე თქმით, ჯულაყიძე თავისი საქმის პროფესიონალია და დისშვილის გადაწყვეტილება მას უხერხულობას არ უქმნის. 

„ნეპოტიზმი არის, როდესაც აბსოლუტურად გაუნათლებელ, შესაბამისი უნარების არმქონე, არანაირი კვალიფიკაციის მქონე ადამიანს და მხოლოდ შენი ახლობელი რომ არის და ნათესავი, წაიყვან და სადმე თანამდებობაზე დასვამ. ჩემი დისშვილი დამოუკიდებელი ადამიანია და თავისი საქმის ძალიან კარგი მცოდნეა. იქ რომ წავიდა ყველაზე მეტად დამწყდა გული, რადგან ჩვენს პარტიაში თუ ვინმეს ევალებოდა რამე, იყო ნათია. მილიონი ნათესავი მყავს და არასდროს არსად არ დამინიშნია, მათ შორის არც ჩემი დისშვილი. ჩემი დისშვილი თუ არის და პროფესიონალი თუ არის, ამ ცხოვრებაში არანაირი გასაქანი არ უნდა ჰქონდეს? აბსოლუტურად დამოუკიდებელია და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. ნათიამ თვითონ შეძლო ყველაფერი, მისი გადაწყვეტილება უხერხულობას არ მიქმნის. მე არ მინდოდა, რომ წასულიყო, მაგრამ ლევანმა შესთავაზა წასვლა“, - განაცხადა ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები