დღე: 21

ღამე: 12

USD 2.6797

EUR 2.8812

შემდეგი უკვე ღარიბაშვილს აუხსნიან სად არის პენსილვანიის უნივერსიტეტი, სადაც მისი შვილი სწავლობს - ხუხაშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე 05.04.2023 21:14

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მედიასთან საუბარში აშშ-ს მიერ მოსამართლეების დასანქცირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათ ამერიკის არაერთი გზავნილი ვერ გაიგეს და შესაბამისად, აშშ ქმედებაზე გადავიდა. 

„არაერთი გაფრთხილება იყო. ადეკვატური ნაბიჯების გადადგმის სანაცვლოდ, ამათმა ძალიან მკვახედ უპასუხეს. თუ გახსოვთ პირველი გაფრთხილება იყო, როდესაც მოსამართლე დელეგაციიდან ამოაგდეს. ვერ გაიგეს და ქმედებაზე გადავიდნენ. შემდეგი უკვე ღარიბაშვილს აუხსნიან რა უნდა ფრანკლინს საქართველოში და სად არის პენსილვანიის უნივერსიტეტი, სადაც მისი შვილი სწავლობს. აქეთ მიდის პროცესი, სანამ ესენი ჭკუაზე არ მოვლენ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები