დღე: 20

ღამე: 9

USD 2.6797

EUR 2.8812

პირველად საქართველოს ისტორიაში კლანის 4 წევრი დასანქცირებულია, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება - ხატია დეკანოიძე 05.04.2023 21:17

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე, აშშ-ის გადაწყვეტილებას საქართველოს 4 მოსამართლის დასანქცირების შესახებ გადაწყვეტილებას, ისტორიული გადაწყვეტილებას უწოდებს. 

მისი თქმით, ეს  4 მოსამართლე სამიზნეა მმართველი პარტნიორების. 

„კლანი დასანქცირდა. ეს კლანი კონტროლდება ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მიერ.  პირველად საქართველოს ისტორიაში, 4 კლანის წევრს შეეზღუდა გადაადგილება. სანქციები გადაადგილებაზე აქვს კლანის 4 მთავარ წევრს. ეს ადამიანები „ქართულმა ოცნებამ“ გადმოიბირა წინა ხელისუფლებიდან. ეს ადამიანები არიან სამიზნე ჩვენი პარტნიორების. 

პირველად საქართველოს ისტორიაში კლანის 4 წევრი დასანქცირებულია. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობდა, რომ მართლმსაჯულების სისტემა საქართველოს ერთ-ერთი ყველზე დიდი დაბრკოლებაა ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ გვაქვს წინ 6 მძიმე თვე, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. აშშ იქნება ყოველთვის ქართველი ხალხის გვერდით“, - აცხადებს დეკანოიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები