დღე: 21

ღამე: 12

USD 2.6797

EUR 2.8812

სანქცირებაში მოხვდებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მთავრობის წევრები, ივანიშვილი და მისი ოჯახი, გვექნება ვადამდელი - ნათელაშვილი 05.04.2023 21:55

ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი „ფორმულას“ ეთერში აცხადებს, მალე საქართველოში ვადამდელი არჩევნები დაინიშნება.

„მართლაც ისტორიულ მიჯნაზეა საქართველო. 10 წლის წინ დავპირდით ხალხს, რომ ოლიგარქს დავასრულებინებდით სანქცირებით. ამისთვის „ლეიბორისტულმა“ პარტიამ 10 წლის განმავლობაში გასდო ხიდი ატლანტიკაზე და ეს სტრატეგია იქცა გადამწყვეტ ფაქტორად მთელი მსოფლიოს მიერ ივანიშვილის, იგივე პატარა პუტინის წინააღმდეგ. დღევანდელი დღე ისტორიულია. სანქციები გაღრმავდება, უახლოეს ხანებში რეჟიმი ჩამოიქცევა.

სანქცირებაში მოხვდებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მთავრობის წევრები, ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები. უახლოეს ხანებში ჩვენ გვექნება ვადამდელი არჩევნები. კიდევ ერთხელ, ჩემი ფანჩატურიდან პარლამენტში გაპარულ ოპოზიციას ვთხოვ, მოითხოვეთ სიტყვიერად მაინც ვადამდელი არჩევნები, ეგ „ქოცები“ გაიქცევიან და თქვენზე ადრე მოითხოვენ ვადამდელ არჩევნებს და თქვენ ისტორიაში შეხვალთ როგორც სკამებზე გაყიდული ოპოზიცია“, - აცხადებს ნათელაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები