დღე: 21

ღამე: 12

USD 2.6797

EUR 2.8812

სრულდება ამ ჯოჯოხეთის მმართველობა, რასაც ჰქვია ვლადიმერ პუტინი - ჩარკვიანი მოსამართლეთა სანქცირებაზე 05.04.2023 22:21

„ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა მედიასთან  „კანონის და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას. 

მისი თქმით, ხალხის გამოსვლამ და პარლამენტში ბრძოლამ შედეგი გამოიღო. 

„ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. სამყარო არ იწყება და არ მთავრდება პუტინის მმართველობით. სრულდება ამ ჯოჯოხეთის მმართველობა, რასაც ჰქვია ვლადიმერ პუტინი. მთელი მსოფლიო ღირსეულად დგას და არავინ არ მისცემს უფლებას არავის, რომ  21-ე საუკუნეში მედასავლეთე საქართველოს არ აღასრულოს სასამართლო და ყელზე დაგვადგეს ის მურუსიძე, რომელსაც მე ვაპროტესტებდი ყოფილი ხელისუფლების დროს. ამათმა დააწინაურეს, პირველ კაცად აქციეს. აი, მოხდა ის, რაც ვერ წარმოედგინათ. ასეთივე პირადი სანქციები გადავა ყველა იმ პირზე, ვინც ასე მოიქცევა. როდესაც გისანქცირებენ 4 მოსამართლეს და შენ ამ დროს, ბედავ კიდევ ამ სასამართლოს გაასამართლებინო ყოფილი პრეზიდენტი, ეს არ არის ნორმალური. ბოლომდე იქნება მიყვანილი ეს საქმე. ამ საქმეში ყველამ ძალიან დიდი წვლილი და მუშაობა გასწია ყველამ.  ხალხის გამოსვლამ, პარლამენტში პირუთვნელმა ბრძოლამ, ამ ყველაფერმა გამოიღო შედეგი“, - აცხადებს ჩარკვინი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები