დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6849

EUR 2.8804

„ქართული ოცნების“ ხმების ნაწილი გიორგი გახარიას მიმართ მოსახლეობის ნდობის დამსახურებაა – ბერდია სიჭინავა 07.04.2021 13:58

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე ბერდია სიჭინავა, რომელმაც პოსტი გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ დატოვა, უმრავლესობის დეპუტატის შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხაურება, რომლის თქმითაც გახარიას მაღალი რეიტინგი „ქართული ოცნების“ გუნდში ყოფნამ განაპირობა.



„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩატარებული პირველი ეროვნული მასშტაბის საზოგადოებრივი აზრის კვლევა პირდაპირ აჩვენებს იმ მაღალ ნდობას, რაც ჩვენს მოსახლეობას პერსონალურად აქვს გიორგი გახარიას მიმართ;



კვლევა ჩატარდა 2-26 თებერვლის პერიოდში, მათ შორის ინტერვიუების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩატარებულია იმ დროს, როდესაც გიორგი გახარია უკვე გადამდგარი იყო პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ საპარლამენტო არჩევნების დროს მიღებული ხმების ნაწილი, ნამდვილად არის პერსონალურად გიორგი გახარიას მიმართ არსებული მოსახლეობის ნდობისა და მისი მაღალი რეპუტაციის დამსახურება (ცნობისთვის, კვლევაში „ქართული ოცნების“ რეიტინგს თითქმის 2-ჯერ უსწრებს გიორგი გახარიას რეიტინგი);


ამაში დასარწმუნებლად, საკმარისია ხალხთან, ჩვენს მოსახლეობასთან იქონიოთ პირდაპირი, მჭიდრო კონტაქტი, რისი დეფიციტიც არასოდეს ჰქონდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას (იმედი მაქვს, თქვენ მიერ დაანონსებული რეგიონალური შეხვედრების დროს ამაში დარწმუნების შესაძლებლობა მოგეცემათ).


გიორგი გახარიას რეიტინგის დაკნინების მცდელობას, ალბათ, ისევ აჯობებდა ამ საკითხზე „დუმილის უფლება“ გამოგეყენებინათ ზოგიერთი პოლიტიკოსისა და მედიასაშუალების მსგავსად.



P.S. ცნობისთვის, სალომე სამადაშვილსაც შალვა პაპუაშვილის მსგავსი მოსაზრებები ჰქონია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევებთან დაკავშირებით.“ - წერს ბერდია სიჭინავა

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები