დღე: 18

ღამე: 9

USD 2.6797

EUR 2.8777

ამ პასუხს ზელენსკისა და სააკაშვილს შორის მიმდინარე ღია ომის შეფასება მისცეს - დავით ქართველიშვილი 12.04.2021 15:42

ყველანი ვადევნებთ თვალს უკრაინელი ჟურნალისტების მიერ წარმოებულ პერიოდულ გამოძიებებს, რომელთა დიდი ნაწილი მათ ქვეყანაში სააკაშვილის კლანის მავნებლობას ეხება. ასევე ხშირია კითხვები - რა პრაქტიკული შედეგი მოჰყვება ყოველივეს? როგორც ჩანს - შედეგი არის. გარდა ალეგორიულისა - "შეძახილმა ხე გაახმოო" - ასევე საკმაოდ კონკრეტულიც, - ამის შესახებ ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, უკრაინელმა ჟურნალისტებმა ბოლო საგამოძიებო ნამუშევარში თავისი ყურადღება გაამახვილეს "რეფორმატორ" სააკაშვილის "მარტივი გადაწყვეტილებების ოფისის" არადანიშნულებისამებრ გამოყენებაზე.

 

"კერძოდ, იმის მაგივრად რომ ქვეყანაში მართლაც რომ რეფორმებს მიხედოს, აღნიშნულ ოფისში, სატელევიზიო პირდაპირი ჩართვის რეჟიმში, თბილისიდან სპეციალურად გამოწერილ ზონდერებთან ერთად - საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების განხორციელების გეგმაზე მუშაობენ. ხოლო მეორე დღეს - უკრაინის მთავარმა "რეფორმატორმა" უცხოელი ინვესტორების გასაგონად ხმამაღალ განცხადებას აკეთებეს: "რომ უკრაინა გადამგდები ქვეყანაა და ამ ხელისუფლების პირობებში არანაირ საინვესტიციო კაპიტალდაბანდებას არავის არ ურჩევს".


ამ ჟურნალისტური გამოძიების მასალების გასაჯაროვებიდან მეორე დღესვე, გასული კვირის ხუთშაბათს, რადას სახელისუფლებო ფრაქციაში, მმართველი პარტიის დეპუტატ ოლღა ვასილევსკაიას ინიცირებით, მოხდა საკითხის განხილვა - სააკაშვილის "სარეფორმატორო" ოფისის დახურვის თაობაზე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკული შედეგი, რომელიც შეიძლება გამოწვეულიყო უკრაინელი ჟურნალისტების საგამოძიებო პროდუქტით.


აღნიშნულმა ფაქტმა იმდენად გააღიზიანა სააკაშვილი, რომ მან მეორე დღესვე ყოველივე ამას, ზელენსკის წინააღმდეგ მიმართული უმწვავესი ფეისბუქ პოსტით უპასუხა, თუმცა მალევე წაშალა (ან წააშლევინეს). მიუხედავად ამისა, სააკაშვილის მიერ დაფინანსებულმა ბლოგერებმა, მათი მარჩენალის თავს განვითარებულ მოვლენებს უკვე უპასუხეს. და ამ პასუხს ზელენსკისა და სააკაშვილს შორის მიმდინარე ღია ომის შეფასება მისცეს.


ასე რომ, პრაქტიკული შედეგი არის. და ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა კიევში საქართველოს ელჩის დაბრუნება. ისევე, როგორც ჩვენთვის არც იმ ფაქტს ჩაუვლია უყურადღებოდ - რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დამტკიცებიდან სულ რამოდენიმე წუთში, პირველმა ვინც მიულოცა, სწორედ უკრაინის პრემიერ-მინისტრი იყო..."- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები