დიდმა ქართველმა რეჟისორმა რობერტ სტურუამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ერთი შეხედვით ზოგადი ფრაზა: „ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქ ა ლ ე ბ მ ა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!„, წერს რობერტ სტურუა. ამ სტატუსს საზოგადოების დიდი ვნებათღელვა მოჰყვა. უმეტესი ნაწილის პოზიცია ასეთია: „ქალებმა კი არ დაიწყეს რეპრესიები, ძალადობის წინააღმდეგ აიმაღლეს ხმა! ხელს ნუ დააფარებთ მოძალადეს! სირცხვილია!“.
სხვადასხვა კომენტარს რობერტ სტურუა ასე პასუხობს:
დამშვიდდით, გიჟებო! წერეთ, რამდენიც გინდათ! მე გემრიელად დამეძინება! თქვენ კი სატანასთან მიბრძანდით, ალქაჯების მეჯლისზე! არ დაიგვიანოთ!
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge