დღე: 20

ღამე: 9

USD 2.68

EUR 2.8848

ერთ-ერთი ყველაზე დაუჯერებელი ისტორიული ფოტო, რომელიც 1889 წელს სირიაშია გადაღებული 14.04.2021 00:45

ეს ერთ-ერთი ყველაზე დაუჯერებელი ისტორიული ფოტოა, რომელიც 1889 წელს სირიაშია გადაღებული და რომელიც კახა ბალიაშვილის საშუალებით გავრცელდა. ფოტოზე ასახული არიან უსინათლო მუსლიმანი მუჰამედი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქონდრისკაცი, ქრისტიანი სამირი. ორივეს მთელი ალეპო იცნობდა - სამირი მუჰამედზე იყო დამოკიდებული, ვინაიდან მხოლოდ მისი მეშვეობით შეეძლო ქალაქის ქუჩებში გადაადგილება. თუმცა, მუჰამედსაც ჰაერივით ესაჭიროებოდა სამირის დახმარება, რადგან სწორედ მისი თვალების მეშვეობით შეეძლო სიარული წინააღმდეგობის გარეშე. ორივე ობოლი იყო და თავიანთი ძალები გააერთიანეს, რომ ამ სასტიკ სამყაროში გადარჩენილიყვნენ. ლეგენდის თანახმად, როცა სამირი გარდაიცვალა, უსინათლო მუსლიმანი მუჰამედი ისეთი დათრგუნული იყო, რომ ერთ კვირაში თავადაც მიჰყვა ქრისტიან მეგობარს. სამირსა და მუჰამედს შორის ურთიერთობა ბევრს შეახსენებს, თუ როგორი იყო სირია უახლოეს წარსულში – სახელმწიფო, რომელშიც ყველა ხალხისა და კონფესიისთვის მოიძებნებოდა ადგილი. რწმენის მიუხედავად, ადამიანები საერთო ენას ყოველთვის პოულობდნენ და ეხმარებოდნენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები