დღე: 19

ღამე: 10

USD 2.6797

EUR 2.8777

უკრაინაში ჩინური ვაქცინა „კორონავაკით“ აცრები დაიწყო 14.04.2021 10:23

უკრაინაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით, "კორონავაკით" იმუნიზაცია დაიწყო.
პრეპარატი კომპანია „სონოვაკ ბიოტექის“ წარმოებისაა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდაპირველად, ვაქცინით აიცრებიან შშმ პირები, მათი მეურვეები,  პედაგოგები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და სპორტსმენები, რომლებიც უკრაინას 2021 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე წარადგენენ.
სრული იმუნიზაციისთვის საჭიროა "კორონავაკის"ორი დოზა, რომელიც 28-დღიანი ინტერვალით კეთდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები