დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6797

EUR 2.8684

7 გარდაცვლილი, 1085 ინფიცირებული და 432 გამოჯანმრთელებული -COVID-19-ის დღის სტატისტიკა 14.04.2021 10:59

საქართველოში კორონავირუსის 1 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე გავრცელდა.

 დღევანდელი მონაცემებით,  ინტენსიური ტესტირების ფარგლებში,  24 საათში ქვეყნის მასშტაბით  35 863 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 23 896 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 967 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად,  ვირუსით ინფიცირების 1 085 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  291 214-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.03 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.56%, ხოლო 7 დღის მანძილზე 2.67 %.

24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 901 პირი ემსხვერპლა.

 დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 085 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 664 შემთხვევა, აჭარა - 96, იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 40, შიდა ქართლი - 31, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 120, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

 

  ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 604, საიდანაც:264, აჭარაში - 390, იმერეთში - 360. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 426 პირი, მათ შორის, თბილისში - 209, აჭარაში - 54, იმერეთში -73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, მათგან თბილისში - 52, აჭარაში -10, იმერეთში - 7. 338 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 201 - თბილისში, 126 - აჭარაში. 5 720 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 162 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 6.

სულ  6 ოქტომბრიდან - 13 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 194 პირი.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 708 ადამიანიმათ შორის თბილისში - 7 103 პირიაჭარაში - 2 261, იმერეთში - 994.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები