დღე: 15

ღამე: 9

USD 2.6797

EUR 2.8777

ქვეყანაში შეიძლება მართლა იყოს რამდენიმე ასეთი იდიოტი, მაგრამ ზოგი ტელევიზია რატომ აშუქებთ, თანაც ისე, რომ თქვენი სიმპათია იგრძნობა? - დავით გადელია 03.05.2021 21:12

დავით გადელიას პოსტი:
მართლა არ მესმის ზოგიერთი ტელევიზიის... დიდი ამბით ანახებენ და ლამის გმირებად გამოყავთ ადამიანები, ვინც კანონს არღვევს და სასაფლაოზე მიდის; ზოგი ფიზიკურ წინააღმდეგობასაც კი უწევს პოლიციას და ასე ხსნიან: "-რა მოხდა მერე, კვერცხი უნდა გადაეგორებია მიცვალებულის საფლავებზეო.." თითქოს ვინც კანონმოეჩილია, იმას არ ჰყავს მიცვალებული... ან, სხვა რა უნდა გაეკეთებინათ სასაფლაოზე მისულთ, რომ გამართლება არ ჰქონოდათ! რას ეჯიბრებით??! სახელმწიფოებას? ვირუსს?? რა სიბრიყვეა!! საკმაოდ რთულადაა მდგომარეობა პანდემიის მხრივ, ვერ ხერხდება ჩაქრობა. პირიქით- ახალი ტალღა გორდება!.. რა უტვინობაა სირაქლემასავით თავი ჩაყო ქვიშაში და გეგონოს რომ თუ ვერ ხედავთ- უკვე აღარაა კოვიდი... კარგით, ქვეყანაში შეიძლება მართლა იყოს რამდენიმე ასეთი იდიოტი და ასეცაა ხოლმე ყველგან, მაგრამ ზოგი ტელევიზია რატომ აშუქებთ და თანაც ისე, რომ თქვენი სიმპათია იგრძნობა ამათ მიმართ???

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები