დღე: 29

ღამე: 14

USD 2.6849

EUR 2.8804

ხვალიდან 6 მაისამდე საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი 03.05.2021 22:28

საქართველოში 6 მაისამდე წვიმაა მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 4 მაისს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში 5 მაისის დილამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 6 მაისის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები