დღე: 17

ღამე: 11

USD 2.6797

EUR 2.8777

ჩემი აზრით, არსებობს გამარჯვების ფორმულა - სერგი კაპანაძე 11.05.2021 13:02

რადგანაც დისკუსია გაიხსნა ადგილობრივ არჩევნებზე, ჩემი აზრით, არსებობს გამარჯვების ფორმულა, -  ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, სერგი კაპანაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

 

 

"ესაა შემდეგი:

 

1. ყველა საკრებულოს მაჟორიტარულ კანდიდატზე ოპოზიცია აყენებს შეთანხმებულ თითო კანდიდატს მთელს ქვეყანაში. მსგავსად ნავალნის "სმართ ვოუთინგის" სტრატეგიისა. 

 

2. ყველა ქალაქში (დიდი, საშუალო, პატარა) ოპოზიციას ან ჰყავს მერობის შეთანხმებული საერთო კანდიდატები, ან მონაწილეობას იღებს 2-3 კანდიდატი  იმის მიხედვით, რა და სად უფრო მოახდენს ოპოზიციური ელექტორატის მობილიზებას. ეს უნდა დაეფუძნოს წინა არჩევნების გამოცდილებას და კველევებს. 

 

3. ყველა ქალაქში წინასწარ ცნობილი უნდა იყოს მერის, ვიცე-მერების და საკრებულოს თავმჯდომარეების შეთანხმებული ოპოზიციური კანდიდატურები. 

 

4. ოპოზიციაში ენმ-ს სხვა პარტიებთან შედარებით უფრო დიდი პოლიტიკური მხარდაჭერის გამო, უნდა ჰქონდეს 2/2.5-1 ზე პროპორცია მაჟორიტარების და მერების კანდიდატურების შერჩევისას. 

 

5. ოპოზიციური პარტიები წინასწარ დებენ შეთანხმებას, რომ მხარს დაუჭერენ მეორე ტურებში გასულ სხვა ოპოზიციურ კანდიდატს", - წერს კაპანაძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები