დღე: 28

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

არჩილ თალაკვაძე "ნაციონალურ მოძრაობას" - თქვენ არც ომი იცით და არც მშვიდობა 22.06.2021 18:31

მართლა არ მეგონა, თუ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც არც ომი იცის და არც მშვიდობა, აგვისტოს ომზე დაიწყებდა ლაპარაკს, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 


მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი პასუხი არ გააჩნია კოდორთან და ახალგორთან დაკავშირებით.



„მათ არანაირი პასუხი არ გააჩნიათ, რატომ არ გაკეთდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია და საქართველო-რუსეთის საქმეზე წლების განმავლობაში რატომ ვერ შეაგროვეს მტკიცებულებები, რომელიც შემდეგ თეა წულუკიანმა და მისმა სამინისტრომ მიიყვანა ბოლომდე საქართველოს გამარჯვებით. თქვენ მოაწერეთ ხელი რეზოლუციას, სადაც წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ღია, სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებზე გადავიდა და კასეტური ბომბების გამოყენება წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან.




თქვენი საკუთარი ქვეყანა ევროპაში დაადანაშაულეთ ომის დაწყებაში და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში, რა თავს იმართლებს და რა გაქვთ თავის სამართლებელი? ბოდიში მოიხადეთ და დაანებეთ თავი ამ თემას, არ არის ეს თქვენი ძლიერი მხარე, არც ომი იცით და არც მშვიდობა," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები