დღე: 19

ღამე: 6

USD 2.7596

EUR 3.0002

ნომინაციები, რომლითაც XXI ბიზნეს რეიტინგში მონაწილე კომპანიები დაჯილდოვდნენ 01.07.2021 12:42

გარდენ ჰოლში „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგის XXI დაჯილდოება გაიმართა. ტრადიციულად, გალა საღამოზე, წლის საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოვლინდნენ. რჩეულთა შორის რჩეული თავად ბიზნესმენებმა აირჩიეს. ბიზნესის ეროვნული ჯილდოსა და გრან პრის მფლობელი, კომპანია „არემჯი გახდა.

 

კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით კი, წლის საუკეთესო ინვესტორ კომპანიად „სოკარი“ დასახელდა.

 

ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები ტრადიციისამებრ, სამკერდე „ოქროს ლომებითდაჯილდოვდნენ.

 

1. ნომინაციაში: გუნდის პროფესიონალიზმი, უმსხვილესი დამსაქმებელი, ხარისხის გარანტი - კომპანია "ავერსი"- პაატა კურტანიძე დასახელდა.


2. ნომინაციაში: საექსპორტო ბაზრისა და სამთო წარმოების ტექნოლოგიური მოდერნიზაციის უალტერნატივო ლიდერი - კომპანია "არემჯი" - კობა მენაბდიშვილი დაჯილდოვდა.


3. ნომინაციაში: საერთაშორისო აღიარების ქართული ბრენდი, ეროვნული ტრადიციები, ინოვაციური მენეჯმენტი - კომპანია "ასკანელი ძმები" - ირაკლი უგლავა დასახელდა.


4. ნომინაციაში: კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა, მომხმარებელზე ორიენტირებული მაღალი ტექნოლოგიები - კომპანია "აჭარაბეთი" - არჩილ კახიძე დაჯილდოვდა.

 

5. ნომინაციაში" საქართველოს ელჩი საზღვარგარეთ, დასაქმებულთა ინტერესების დაცვა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა - კომპანია "ბადაგონი" - მარი გიორგაძე დაჯილდოვდა.


6. ნომინაციაში: შრომითი უსაფრთხოების ევროპული სტანდარტი, გუნდის პროფესიონალიზმი, ერთგული პარტნიორი - კომპანია "გიანთი ლოჯისტიკი"- დავით ტუღუში დაჯილდოვდა.


7. ნომინაციაში: მაღალი გემოვნებითი სტანდარტი, დინამიური ზრდა და მუდმივი განვითარება - კომპანია "გურიელი" - მიხეილ ჭკუასელი დაჯილდოვდა.


8. ნომინაციაში: მომხმარებელზე ორიენტირებული ინოვაციური პროექტები - სამშენებლო კომპანია "ენსისი" - გეგი ქელბაქიანი დაჯილდოვდა.


9. ნომინაციაში: ეფექტიანი მართვის სტილი, მრავალწლიანი წარმატების ისტორია - "ვაგონმშენებლთა ჰოლდინგი"- ბადრი წილოსანი დაჯილდოვდა.


10. ნომინაციაში: უნიკალური საოქრომჭედლო ტრადიციები, საქმიანი რეპუტაცია, გუნდის პროფესიონალიზმი "ზარაფხანა"- ნიკოლოზ ნაყოფია დასახელდა.


11. ნომინაციაში: ინოვაციური პროექტები, პასუხისმგებლიანი და სტაბილური პარტნიორი - "თამ მენეჯმენტი" - პანტიკო თორდია დაჯილდოვდა.

 

12. ნომინაციაში: მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, სტაბილური პარტნიორი - "კავკასიის ავტოიმპორტი" - გიორგი სურგულაძე დაჯილდოვდა.


13. ნომინაციაში: უმსხვილესი ქსელი საქართველოში, საზოგადოებრივი იმიჯი, მაღალი კორპორატიული სტანდარტი - "პე ეს პე ჯგუფი"- ვაჟა ოქრიაშვილი დაჯილდოვდა.


14. ნომინაციაში: დივერსიფიცირებული ბიზნეს პორტფელი, პროფესიონალთა გუნდი, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა - "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" - დავით ბეჟუაშვილი დაჯილდოვდა.

 

15. ნომინაციაში: საქმიანობის სტაბილურობა, გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა - "სოკარ ენერჯი ჯორჯია" - მაირ მამედოვი დაჯილდოვდა.


16. ნომინაციაში: საქმიანობის დივერსიფიკაცია, ეროვნული სტანდარტი მსოფლიო ბაზარზე - "ჯორჯიან პროდაქტსი" - დავით ბარდაველიძე დაჯილდოვდა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები