დღე: 14

ღამე: 9

USD 2.68

EUR 2.8848

რუსთაველის ფონდმა ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტთან თანამშრომლობით საერთაშორისო ტრენინგი ჩაატარა 15.07.2021 10:54

13 - 14 ივლისს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის და კვლევასა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების ევროკავშირის TWINNING პროექტის ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი „საერთაშორისო ქსელების შექმნისა და საერთაშორისო პროექტების კონსორციუმების ხელმძღვანელობისკენ მიმავალი გზები" დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის.  

 

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს  შესთავაზეს ინტერაქტიული მუშაობა ეფექტური საერთაშორისო კვლევითი ქსელების შესაქმნელად, საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში მეტი წარმატების მისაღწევად.  ამასთან, კვლევით ქსელში წარმატებული საქმიანობა  მოითხოვს შესაბამისი უნარის გამომუშავებას.  საერთაშორისო ტრენერებმა შეიმუშავეს სპეციალური პროგრამა ქართველი დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის დაფინანსების მოზიდვის სხვადასხვა შესაძლებლობების შესახებ ინფორმირებულობის ასამაღლებლად  და საერთაშორისო პროექტების კონსორციუმის წარმატებული ხელმძღვანელობისთვის კომპეტენციის გასაზრდელად.

 

ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტოს საერთაშორისო კონსორციუმი Joanneum კვლევით ცენტრთან (ავსტრია), ავსტრიის სამეცნიერო ფონდთან, ავსტრიის კვლევის ხელშეწყობის სააგენტოსთან, DLR პროექტის მენეჯმენტის სააგენტოსთან (გერმანია) და დაუგავპილსის უნივერსიტეტთან (ლატვია) პარტნიორობით, აძლიერებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შესაძლებლობებს საგრანტო პროგრამების გაუმჯობესებით, რეგიონული და საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით.


ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები