დღე: 16

ღამე: 11

USD 2.6797

EUR 2.8684

ეს აჩენს იმედს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალს რამდენიმე წელიწადში დავიბრუნებთ - ვაჟა შუბითიძე 30.07.2021 11:40

დღეს ხელში ჩამივარდა საინტერესო გამოკვლევა(ტონი სება, სტენფორდის უნივერსიტეტი), რომელიც ჩატარდა უცხოეთის ცნობილი კვლევითი ცენტრის მიერ. გამოკვლევის მიხედვით გაზისა და ნავთობის ერა იმაზე ადრე დამთავრდება, ვიდრე ვარაუდობდნენ- 10-12 წელიწადში, - ამის შესახებ "ჯორჯიან თაიმსთან" პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პოლიტიკური ექსპერტი ვაჟა შუბითიძე აცხადებს.

 

მისი თქმით, 23 ტრილიონი დოლარის ნავთობი და გაზი ისევ მიწაში ჩარჩება და მისი გამოყენება საჭირო აღარ იქნება (სახლის ტელეფონივით).

 

"ეს სექტორი ნელ-ნელა შემცირდება და მოიშლება. მსოფლიოს დიდი ბანკები უკვე აფრთხილებენ ინვესტორებს და ბიზნესმენებს ამ სექტორში მომავალში შესაძლო ფინანსურ რისკებზე. ელექტრომობილები ჩაანაცვლებენ ბენზინზე და გაზზე მომუშავე ტრანსპორტს. ალტერნატიულ ენერგეტიკას ალტერნატივა არ ექნება - ჩინეთმა ბოლო ათ წელიწადში მზის ენერგიის გამოყენება 30-ჯერ გაზარდა, 2050 წელს კი 80% ენერგიას ჩინეთი მიიღებს განახლებადი წყაროებიდან. ჩინელებმა დაიწყეს "ეკოლოგიური ცივილიზაციის" მშენებლობა, რაც დაფიქსირებულია კონსტიტუციით. ბევრ ქვეყანას აენთება წითელი, ეტირება დედა, ვინც მარტო გაზის და ნავთობის გაყიდვით ირჩენს თავს, თავს იკლავს გაზსადენების გაყვანაზე. ეს აჩენს იმედს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალს რამდენიმე წელიწადში დავიბრუნებთ, როცა კორუმპირებულ, ტექნოლოგიურად ჩამორჩენილ და ხელისუფლების მიერ გაძარცვულ რუსეთს მათი კი არა, საკუთარი თავის რჩენა გაუჭირდება..."- აცხადებს ვაჟა შუბითიძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები