დღე: 17

ღამე: 8

USD 2.6797

EUR 2.8777

იუსტიციის სამინისტრო ნახევარი მილიონის მოცულობის საგრანტო პროგრამას აცხადებს 30.07.2021 12:48

იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებების გაძლიერების, ინოვაციური სერვისების დანერგვის, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობისა და დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის მიმართულებებით საგრანტო პროგრამა ცხადდება.

 

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი ჯამში 500 000 ლარია. იუსტიციის სამინისტროს დაფინანსებას არაუმეტეს 25 საგრანტო პროექტი მიიღებს, თანხის მაქსიმალური ოდენობა თითოეული გამარჯვებული პროექტისათვის 20 000 ლარია. საგრანტო ვადა კი, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამიდან ექვს თვემდეა.

 

პროექტში მონაწილეობის მიღება არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ.

 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები